Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 18

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 18. კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვაუძრავი ქონებიდან გამოსახლება და გადაცემაპრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვაგასაჩივრება და სამართლებრივი დაცვა აღსრულებისასმოძრავი ქონების გამოთხოვავალის ამოღების სასამართლო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ: ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას; ბ) მორიგდნენ; გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე; დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები; ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში; ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

2.კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი 3 დღის ვადაში სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება, ხოლო თუ აღსრულება ერთდროულად მიმდინარეობს ერთზე მეტი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიებზე – ერთ-ერთ სასამართლოს.

3.კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ, აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე მიმართონ სასამართლოს.

4.ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 1 აგვ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    პირველ პუნქტში საჩივრის ვადა ბიუროს თავმჯდომარესთან 10-დან 15 დღემდე გაიზარდა და „მოქმედება“ „ქმედებით“ ჩანაცვლდა; მე-4 პუნქტში გაუქმების აკრძალვა ვრცელდება ქონების შეფასებასა და მასზე დაფუძნებულ სააღსრულებო მოქმედებაზეც.

  2. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  3. 22 დეკ. 2010

    პირველ პუნქტში გასაჩივრების გზა გაიყო ბიუროს თავმჯდომარესთან და სასამართლოში, დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, მორიგების შეთანხმება ბიუროს გადაეცემა, ხოლო დაემატა მე-4 პუნქტი აუქციონის შედეგების გაუქმების შეზღუდვის შესახებ.

  4. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    მე-2 პუნქტში დაკონკრეტდა, რომელ სასამართლოს უგზავნის აღმასრულებელი მორიგების შეთანხმებას სამი დღის ვადაში: აღსრულების ადგილის სასამართლოს, ხოლო რამდენიმე ტერიტორიის შემთხვევაში — ერთ-ერთს.

  5. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    პირველ პუნქტში მხარეებს დაემატა უფლება, აღმასრულებელთან წარადგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შემძენი დაინტერესებული პირები, და გასაჩივრება ეხება „აღმასრულებლის“ მოქმედებას; მე-2 პუნქტში მორიგების შეთანხმება გადაეცემა აღმასრულებელს; მე-3 პუნქტში საჩივრის შეტანის ნაცვლად სასამართლოსთვის მიმართვაა გათვალისწინებული.

  6. 2 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2009

    18 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულია აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების მომენტის განმსაზღვრელი წინადადება.

  7. 1 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    18-ე მუხლის პირველი პუნქტის უფლებები დაიყო ა)–ე) ქვეპუნქტებად და ცნობების მიღებას გამონაკლისად დაემატა კომერციული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია.

  8. 16 დეკ. 2000

    პირველ პუნქტში დაწესდა სასამართლო აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა და მისი ათვლის წესი.

  9. 29 სექ. 1999

    1-ლ პუნქტში დაზუსტდა, რომ აღმასრულებლის მოქმედება საჩივრდება სასამართლოში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 17¹შემდეგი მუხლი 18¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამომხმარებლო ვალის ამოღება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამომხმარებლო დავალიანების სამართალწარმოება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების მოძიება 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვალის იძულებითი ამოღება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 9 ცვლილება · ბოლო 28 ივნ. 2011
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 12 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 36აღსრულების შეჩერება და მისი ვადები
  • 78სეკვესტრი
  • 63²უძრავი ქონების სხვაგვარი რეალიზაცია

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 5კრედიტორთა მოთხოვნები
  • 13კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესები
  • 87უზრუნველყოფილი კრედიტორის დაცვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 372კრედიტორის დაკმაყოფილება მესამე პირის მიერ
  • 292მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას
  • 465კრედიტორის უფლება, მოითხოვოს შესრულება ნებისმიერი მოვალისაგან

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 26საგადახდო დავალების შესრულების ვადები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37²გადახდების განხორციელების შეჩერება და სამართლებრივი პროცედურების განხორციელების შეზღუდვა რეზოლუციის რეჟიმში

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363⁴⁸უფლებამოსილი სუბიექტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25367863²363⁴⁸37229246537²265138718
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…საგადახდო სისტემისა და…კომერციული ბანკების სა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026