Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 281

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 281. საქმის წარმოების შეჩერების ვადები

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:სააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საქმის წარმოება შეჩერდება: ა) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით; ა 1 ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი მხარდაჭერის მიღებამდე; ბ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და 280-ე მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მხარის ყოფნამდე, მის მიერ სახელმწიფო მოვალეობის შესრულებამდე, სამსახურებრივი მივლინებიდან მის დაბრუნებამდე, მოპასუხის მოძებნამდე ან ექსპერტიზის დამთავრებამდე; გ) 279-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე; გ 1 ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „დ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კომისიის ან მისი კომიტეტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) 279-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე; ე) ამ კოდექსის 280-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არა უმეტეს 2 თვის ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე მხარე ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია განაახლოს საქმის განხილვა; ვ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − მედიაციის დასრულებამდე. ზ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სასამართლოს განჩინებაში განსაზღვრული ვადით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო მიმართვაში მითითებულ ვადას, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. თუ რეზოლუციის რეჟიმი განჩინებაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სასამართლოს, რომელიც გააუქმებს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების მოქმედებას. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3608 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5659 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

წინა მუხლი 280შემდეგი მუხლი 282

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღსრულების შეჩერება, განწილვადება და განახლება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №178

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 279მუხლი 280

მიუთითებენ მასზე

მუხლი 272მუხლი 275

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 279სასამართლოს მოვალეობა შეაჩეროს საქმის წარმოება
  • 59საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა
  • 272საქმის წარმოების შეწყვეტა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 34აღსრულების შეწყვეტა

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 23სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 10საქონლის ჩამორთმევა და განადგურება სამსახურის მიერ

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 26²განმწესრიგებელი სხდომა

დიზაინის შესახებ

  • 18პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 441შესრულების საგნის შენახვის ვადა
  • 1426სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 46პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა

საზღვაო კოდექსი

  • 369—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4626²34233692792722802755944114261810281
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…უძრავ ნივთებზე უფლებათ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს ადმინისტრა…დიზაინის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025