1.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილთან“ შეთანხმებით, 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე შესაბამისი მოწმობების გაცემა.
2.საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიამ საქართველოს საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილთან“ შეთანხმებით, 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე სათანადო სადაზღვევო პოლისების გაცემა.
2¹.ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან.
3.(ამოღებულია - 23.12.2005, №2454).
4.(ამოღებულია - 23.12.2005, №2454). საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2454 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.435
