Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 313

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 313. გარდამავალი დებულება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920212223

1.საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2003 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 178 1 მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებული სალიცენზიო და სანებართვო პირობებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტების განსაზღვრისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

2.2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 118-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

3.2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არქონისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, რომელიც „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.

4.ამ კანონის 89 4 მუხლის მე-6 ნაწილი მოქმედებს 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.

5.(ამოღებულია).

6.(მოქმედების ვადა დასრულებულია).

7.(მოქმედების ვადა დასრულებულია).

8.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2010 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 96 1 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრა, ადმინისტრაციული სახდელების დადებასა და იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული წესების, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება.

9.საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული, აღსრულების პოლიციელის მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება.

10.საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლის მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება.

11.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე მუხლის 60 2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცება.

12.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 82-ე ნაწილით განსაზღვრული პირი 2015 წლის 1 სექტემბრამდე თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევასთან.

13.ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირზე, რომლისთვის დაკისრებული ჯარიმა ამავე მუხლის მე-12 ნაწილის ამოქმედებამდე აღსრულდა.

14.საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 აგვისტომდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი.

15.2018 წლის 1 ივლისამდე ამ კოდექსის 77 1 და 77 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები. თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.

16.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს: ა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 77 1 და 77 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები; ბ) საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის (ხმაურმზომი ხელსაწყოს) შეძენა. 2018 წლის 1 ივლისიდან აღნიშნული აღჭურვილობა გადაეცეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს; გ) სამართალდამცავ ორგანოთა მიერ ამ კოდექსის 77 1 და 77 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა.

17.მუნიციპალიტეტის ორგანოებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 77 1 და 77 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენისა და განხილვის უფლებამოსილების მქონე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა, ორგანიზაციული, საკადრო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე: ა) ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 77 1 და 77 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები; ბ) ამ კოდექსის 77 1 და 77 2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე პირების მიერ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა.

18.2017 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.

19.სასმელი წყლის მიმწოდებელმა კომპანიებმა (წყალმომარაგების ლიცენზიატებმა) 2018 წლის 10 აგვისტომდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება.

20.2021 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 125 2 , 125 4 და 135 1 –135 5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.

21.2022 წლის 1 აგვისტომდე თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 125 ​ 3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.

22.2024 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 196 1 , 196 3 , 196 6 , 196 7 , 197-ე, 197 1 და 198-ე მუხლებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

23.2025 წლის 2 იანვრამდე: ა) ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისთვის, 15 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე მას ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 45 1 , 166-ე და 197 2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის შემთხვევაში მისი ადმინისტრაციული დაკავების უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ამავე კოდექსის შესაბამისად; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ დადგენილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო, ხოლო სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში აღნიშნული დადგენილება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2080 – სსმ I, №9, 16.04.2003წ., მუხ.53 საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2352 – სსმ I, №18, 24.06.2003წ., მუხ.116 საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №514 – სსმ I, №32,10.11. 2004 წ., მუხ.151 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4413 – სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.77 საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი №5850 – სსმ I, №6, 25.03.2008წ., მუხ.20 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3448 – სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.275 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3535 – სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.305 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 – ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1895 – ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2468 – ვებგვერდი, 12.06.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3582 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1118 – ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კანონი №2086 – ვებგვერდი, 27.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2756 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №535 · ძალაშია 2 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 17

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 2 იან. 2025· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. 13 მაი. 2022
  3. 29 ივლ. 2020
  4. 19 ივლ. 2018
  5. 27 მარ. 2018

    313 მუხლის მე-15 და მე-17 ნაწილებში 2018 წლის 1 აპრილის ვადა 1 ივლისამდე შეიცვალა, ხოლო მე-16 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღჭურვილობის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის თარიღი 1 აპრილიდან 1 ივლისზე გადავიდა.

  6. 1 ნოე. 2017· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017

    313 მუხლს დაემატა 18 ნაწილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს 2017 წლის 1 ნოემბრამდე საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნების წესის დამტკიცებას ავალდებულებს.

  7. 15 აგვ. 2017· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017

    313 მუხლს დაემატა 14-17 ნაწილები, რომლებიც აწესებენ ხმაურის რეგლამენტის დამტკიცების ვადას, 2018 წლის 1 აპრილამდე 77¹ და 77² მუხლებზე შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილებას და შსს-სა და მუნიციპალიტეტების მოსამზადებელ ვალდებულებებს.

  8. 1 იან. 2016· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2014

    313-ე მუხლს დაემატა მე-11 ნაწილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს 239-ე მუხლის 60² ნაწილით გათვალისწინებული ოქმის ფორმის დამტკიცების უზრუნველყოფას.

  9. 15 მაი. 2015

    313-ე მუხლს დაემატა მე-12 ნაწილი, რომელიც 2015 წლის 1 სექტემბრამდე ათავისუფლებს განსაზღვრულ პირს 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, და მე-13 ნაწილი, რომლითაც გამონაკლისია პირები, ვისაც ჯარიმა ამოქმედებამდე აღუსრულდა.

  10. 5 იან. 2014· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    313-ე მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომელიც სამინისტროს ავალებს შიდა ინსპექტირების თანამშრომლის ოქმების ფორმებისა და წარდგენის წესის დამტკიცებას.

  11. 1 დეკ. 2011· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2011

    313 მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი, რომლითაც იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დაამტკიცოს აღსრულების პოლიციელის ოქმების ფორმები და მათი წარდგენის წესი.

  12. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 5 აგვ. 2010

    313-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 2008 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი გარდამავალი ნორმა 89⁴ მუხლის მე-4 ნაწილზე, ამოღებულია.

  13. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2010

    313-ე მუხლს დაემატა მე-8 ნაწილი, რომელიც მარეგულირებელ კომისიას 2010 წლის 15 აგვისტომდე ავალებს 96¹ და 149-ე მუხლებთან დაკავშირებული უფლებამოსილი პირების, წესებისა და ფორმების განსაზღვრას.

  14. 25 მარ. 2008

    313 მუხლს დაემატა მე-6 და მე-7 ნაწილები, რომლებიც 122-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს სპეციალური კანონის მე-6 და მე-8 მუხლებით განსაზღვრული პირებისთვის 4-თვიან ვადაში განცხადების წარდგენისა და რეგისტრაციის ან საბაჟო დამუშავების უზრუნველყოფის პირობით.

  15. 6 აპრ. 2007· გამოქვეყნდა 23 მარ. 2007

    313-ე მუხლს დაემატა მე-4 და მე-5 ნაწილები: 89⁴ მუხლის მე-6 ნაწილის ვადა და 2008 წლის 1 სექტემბრამდე მე-4 ნაწილის საქმეებზე დროებითი კომპეტენცია.

  16. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    313-ე მუხლში დაზუსტდა მითითება 119-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და სიტყვა „მიხედვით“ შეიცვალა სიტყვით „თანახმად“.

  17. 10 ნოე. 2004

    313-ე მუხლის არსებული ტექსტი პირველ ნაწილად ჩაითვალა და დაემატა მე-2 და მე-3 ნაწილები, რომლებიც 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ზღუდავს 118-ე მუხლის მოქმედებას 45¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებით და 119-ე მუხლით პასუხისმგებლობას დაზღვევას დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 312¹შემდეგი მუხლი 314

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 17 ცვლილება · ბოლო 12 ოქტ. 2023
  • 30 რედაქცია
  • 22 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საგზაო მოძრაობის უ… 45¹მუხლი 118მუხლი 119მუხლი 122მუხლი 125მუხლი 135⁵მუხლი 149მუხლი 178¹მუხლი 197²მუხლი 198მუხლი 239მუხლი 245მუხლი 25მუხლი 3მუხლი 309მუხლი 45¹მუხლი 58მუხლი 77²მუხლი 89⁴დაზღვევის შესახებ 25ავტომოტოტრანსპორტი… 25საქართველოს საგადა… 309

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 314დასკვნითი დებულებანი

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 18გარდამავალი დებულებები

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 25

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 45¹გარდამავალი დებულებანი

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 31გარდამავალი დებულებები

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 69გარდამავალი დებულებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 103გარდამავალი დებულებები

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 62გარდამავალი დებულებანი

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 7გარდამავალი დებულებანი

პოლიციის შესახებ

  • 60გარდამავალი დებულებანი

საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ

  • 8გარდამავალი დებულებანი

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 13გარდამავალი დებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45¹118119122125135⁵149178¹197²19823924525325313
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026