Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშრომითი მიგრაციის შესახებმუხლი 17

შრომითი მიგრაციის შესახებ

მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დამსაქმებლის სპონსორობადამსაქმებლის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²22¹2²34

1.2015 წლის 1 ნოემბრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-9 მუხლის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტის შემუშავება და დამტკიცება; ბ) საქართველოს მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე შრომითი იმიგრაციის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობის შეფასების მიზნით დაამტკიცოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი; გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა.

1¹.2023 წლის 1 სექტემბრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით, ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად უზრუნველყოს: ა.ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცება; ა.ბ) სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი; ბ) საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ  სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

1².ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია 2023 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია მასთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ.

2.ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი ცვლილება 2016 წლის 1 მაისამდე შეიტანოს თავის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში.

2¹.2026 წლის 1 მარტამდე: ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცება; ბ) საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ  სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ან/და სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

2².საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.

3.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედების დროისათვის ძალაში მყოფ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე მათი ვადის ამოწურვამდე.

4.ამ კანონის შესაბამისად: ა) ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლდეს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომელსაც ეს ადმინისტრაციული სახდელი − ჯარიმა ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება გავრცელდეს აღუსრულებელ ადმინისტრაციულ სახდელზე − ჯარიმაზე; გ) შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება გავრცელდეს იმ პირზე, რომელმაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა; ე) ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღსრულების მიუხედავად, ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვალოს ის პირი, რომელმაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა; ვ) შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ პუნქტის შესასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება; ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ პუნქტის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის აღსრულება. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

რედაქციების შედარება

1. 2015 წლის 1 ნოემბრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-9 მუხლის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტის შემუშავება და დამტკიცება; ბ) საქართველოს მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე შრომითი იმიგრაციის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობის შეფასების მიზნით დაამტკიცოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი; გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა. 1 1 . 2023 წლის 1 სექტემბრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით, ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად უზრუნველყოს: ა.ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცება; ა.ბ) სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი; ბ) საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ  სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 1 2 . ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია 2023 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია მასთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე დასაქმებული შრომითი იმიგრანტის შესახებ. 2. ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი ცვლილება 2016 წლის 1 მაისამდე შეიტანოს თავის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედების დროისათვის ძალაში მყოფ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე მათი ვადის ამოწურვამდე. 4. ამ კანონის შესაბამისად: ა) ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლდეს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომელსაც ეს ადმინისტრაციული სახდელი − ჯარიმა ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება გავრცელდეს აღუსრულებელ ადმინისტრაციულ სახდელზე − ჯარიმაზე; გ) შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება გავრცელდეს იმ პირზე, რომელმაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა; ე) ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღსრულების მიუხედავად, ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვალოს ის პირი, რომელმაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა; ვ) შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ პუნქტის შესასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება; ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ პუნქტის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის აღსრულება. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2025
  2. 1 სექ. 2023· გამოქვეყნდა 2 ივნ. 2023
წინა მუხლი 16⁶შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დამსაქმებლის მიერ გაცემული სავიზო დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-07-01
4
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14მუხლი 16მუხლი 6მუხლი 7მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 37გარდამავალი დებულებები

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 64გარდამავალი დებულებანი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 24ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 29გარდამავალი დებულებები

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

  • 26გარდამავალი დებულებანი

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 21კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 87ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 63—

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

  • 9გარდამავალი დებულებანი

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

  • 9ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 29გარდამავალი დებულებები

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 37გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
632621249141667996437872917
მითითებამნიშვნელობით ახლოსშრომითი მიგრაციის შესა…შეზღუდული შესაძლებლობი…სოციალური მუშაობის შეს…საქართველოს ოკუპირებულ…კანონთან კონფლიქტში მყ…ტერორიზმთან ბრძოლის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026