შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 5 (დანართი 1). დახმარების მიმღებ პირთა წრე , ოდენობები და დაფინანსების წყარო

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 10 იან. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასა­მარ­თლოს კანონიერ ძა­ლა­ში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება.

2.ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს   ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს „ჭიათურმანგანუმში” ან „საქნახშირის“ დეპარტამენტში მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.

2¹.ამ წესის შესაბამისად დახმარება შეიძლება ასევე დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მუშაობისას დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ან შრომითი მოვალეობის შესრულებისას დამსაქმებლის ბრალეულობით მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და კანონით დადგენილი წესით დანიშნული სარჩოს მიღება შეუწყდა 2007 წლის 17 აგვისტოდან და 1 სექტემბრიდან (საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მომენტიდან) „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით, მათ შორის, სასამართლოს მიერ ამავე დადგენილებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.

2².ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება ასევე დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/ გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.

2³.ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სს „ჭიათურმანგანუმში“ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური  „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“  გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007  წლის  24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.

2⁴.ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს, ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2007 წლის 17 მაისამდე (საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის თარიღამდე) დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს „რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“ მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას   მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.

2⁵.ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2001 წლის  11 დეკემბრამდე (საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის თარიღამდე) დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება „ჟინვალჰესის სამშენებლო სამმართველოში“ („ჟინვალჰესმშენი“) მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.

3.დახმარების ყოველთვიური ოდენობა განისაზღვრება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 2 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – 2007-2008 წლებში გაცემული ყოველთვიური გასაცემლის ოდენობით; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის, რომელთათვისაც ვერ ხერხდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობის განსაზღვრა,  ასევე მე-2 და 2 4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთათვის – საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანებით ან  სხვა დოკუმენტით დადგენილი გასაცემლის ოდენობის შესაბამისად, ხოლო არარსებობის შემთხვევაში,  დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 ლარის ნამრავლით ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგად დადგენილი პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტულ მაჩვენებელზე, მიუხედავად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა; დ) იმ შემთხვევაში თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ პირს აქვს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია მხოლოდ პროფესიული შრომისუნარიანობის  დაკარგვის ხარისხი, ფულადი გასაცემლის ოდენობის მითითების გარეშე,  დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 ლარის ნამრავლით ბოლო სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის შედეგად დადგენილი პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტულ მაჩვენებელზე; ე) იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მაგრამ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი და ფულადი გასაცემლის ოდენობა, დახმარება განისაზღვრება 60 ლარის ოდენობით; ვ) თუ ამ მუხლის 2 1 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის სასამართლო გადაწყვეტილებით ვერ დგინდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა, დახმარების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო მასალებში დაცული დოკუმენტაციით/ცნობით ყოველთვიური გასაცემლის შესახებ; ზ) ამ მუხლის 2 3 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის  დახმარების ოდენობა განისაზღვრება სასამართლო გადაწყვეტილებით ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის ჭიათურის ადგილობრივ არქივში (შემდგომში − ჭიათურის ადგილობრივ არქივში) დაცული დოკუმენტაციით/ცნობით ყოველთვიური გასაცემლის შესახებ; თ) თუ ამ მუხლის 2 5 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის ვერ დგინდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა, დახმარების ოდენობა განისაზღვრება მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობის ნამრავლით ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგად დადგენილი პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტულ მაჩვენებელზე; ი) იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი სამართლებრივად განეკუთვნება ამ მუხლის პირველი, მე-2, 2 1 , 2 2 , 2 3 , 2 4 და 2 5 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრეს, თუმცა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ვერ დგინდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა, დახმარების ოდენობა  განისაზღვრება 60 ლარით.

4.დახმარების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი.

5.ამ წესის შესაბამისად დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. (ბათილად იქნეს ცნობილი - (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი) - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №3/4424-18 – ვებგვერდი, 11.08.2023წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილება №176 – ვებგვერდი, 20.02.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №460 – ვებგვერდი, 08.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №519 - ვებგვერდი, 08.10.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 01.03.2016წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №3/4424-18 – ვებგვერდი, 11.08.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
192118³1121 (და…9 (და…1201 (და…1 (და…2 (და…145 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსშრომითი მოვალეობის შეს…სამედიცინო-სოციალური ე…ახალი კორონავირუსით (S…ჯანმრთელობის დაცვის შე…დაცული ტერიტორიების სი…სამხედრო, შინაგან საქმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა