1.მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული ტარიფების , კაპიტაციური ტარიფების ან გლობალური ბიუჯეტის მიხედვით .
2.უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია ( დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სადაზღვევო პოლისის / ხელშეკრულების ასლი , ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ანგარიშ‑ფაქტურა ) , სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა № IV - 100/ ა და შემთხვევათა რეესტრი წინასწარ შეთა ნ ხმებული ფორმატით ) მიმწოდებელმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს წერილობით ან ელექტრონულად თითოეულ თვეში დასრულებული შემთხვევები მინიმუმ თვეში ერთხელ , მომდევნო თვის 5 რიცხვამდე . ამასთანავე, დეტალური კალკულაცია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხაში არ შედის .
3.გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი მზღვეველთან წარადგენს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებულ საანგარიშგებო დოკუმენტაციას ( შემთხვევათა რეესტრს წინასწარ შეთა ნ ხმებული ფორმატით და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს ) .
4.მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება - ჩაბარების აქტი , რაც ადასტურებს იმას , რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია , ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი . მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის .
5.მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 ( თხუთმეტი ) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეულ ი შემთხვევ ის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 ( ოთხი ) სამუშაო დღის ვადაში.
6.ინსპექტირების ნებისმიერ ეტაპზე ცალკეული შემთხვევა შეიძლება გახდეს სადავო .
7.სადავო შემთხვევის განხილვა იწყება მისი გამოვლენის მომენტიდან და მისი დასრულების ვადად განისაზღვრება სადაზღვევო შემთხვევის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 ( თხუთმეტი ) სამუშაო დღ ე . თუ ამ პერიოდში დავა არ მოგვარდა მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევა გადადის „დავების განხილვის“ რეჟიმში.
8.სადავო შემთხვევის არსებობის მიუხედავად , ყველა სხვა სადაზღვევო შემთხვევა , რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას , უნდა ანაზღაურდეს დადგენილ ვადებში .
9.კაპიტაციური ტარიფითა და გლობალური ბიუჯეტით დაფინანსებულმა მიმწოდებლებმა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა წინასწარ შეთანხმებული ნუსხით უნდა უზრუნველყონ მომდევნო თვის 5 (ხუთი) რიცხვამდე. მზღვეველმა განსაზღვრული ანაზღაურების გადახდა უნდა უზრუნველყოს წარდგენიდან 8 ( რვა ) სამუშაო დღის ვადაში.
10.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა დაარღვია საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა , ვადის დარღვევით წარდგენილი შემთხვევის განხილვა მოხდება მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში . დაუშვებელია შემთხვევის დასრულებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა . საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №399 - ვებგვერდი, 20.09.2012წ.

