საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 21 (დანართი 1). მომსახურების მოცულობა

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: ა) ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გან­საზღვრულ მოსარგებლეებს შორის: ა.ა) იმ პირებისთვის, რომელთა ოჯახებიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა – სამედიცინო მომსახურებას დანართი №1.1-ის შესაბამისად; ა.ბ) 6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირებისთვის – სამედიცინო მომსახურებას დანართი №1.1-ის შესაბამისად; ა.გ) ამავე დადგენილების მე-4 მუხლის „კ 1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თვიური 1,000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან სხვა: ა.გ.ა) დაზღვევის არმქონე პირებისთვის − სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის შესაბამისად; ა.გ.ბ) იმ პირებისთვის, რომლებიც ამავე დადგენილების მე-4 მუხლის „ი 1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“, „ბ.ა.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 5 1 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო; ა.გ.გ) იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით ამ პუნქტის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება და აღარ არის დაზღვეული, ასეთი (დაზღვევის არმქონე) პირი, სადაზღვევო კონტრაქტის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში უფლებამოსილი იქნება, მიიღოს ამ დადგენილების დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.ვ“, „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება. ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქირურგიული მომსახურება ამ დანართის მე-11 მუხლის 5 1 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ისარგებლოს კატეგორიის შესაბამისი დანართ №1.1-ით განსაზღვრული პაკეტით; ა.დ) ამავე დადგენილების მე-4 მუხლის „კ 1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური 40 000 ლარზე ნაკლები და თვიური 1,000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე: ა.დ.ა) დაზღვევის არმქონე პირებისთვის − სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ა.დ.ბ) იმ პირებისთვის, რომლებიც, ამავე დადგენილების მე-4 მუხლის „ი 1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 5 1 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო; ა.დ.გ) იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით ამ პუნქტის „ა.დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება და აღარ არის დაზღვეული, ასეთი (დაზღვევის არმქონე) პირი სადაზღვევო კონტრაქტის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში უფლებამოსილი იქნება, მიიღოს ამ დადგენილების დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება, ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქირურგიული მომსახურება ამ დანართის მე-11 მუხლის 5 1 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ისარგებლოს კატეგორიის შესაბამისი დანართ №1.1-ით განსაზღვრული პაკეტით; ა.ე) იმ პირებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 1 1 და 1 5 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი, კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართვის მიუხედავად – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 5 1 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო; ბ) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.3-ის შესაბამისად; ამასთანავე, იმ პირებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 1 1 და 1 5 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი (გარდა საპენსიო ასაკისა) – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ასევე დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 5 1 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო; გ) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (ვეტერანები) სამედიცინო მომსახურე­ბას დანართ №1.4-ის შესაბამისად; ამასთანავე, იმ ვეტერანებისთვის, რომლებიც დაზღვეულნი არიან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, ასევე რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 1 1 და 1 5 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი, კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 5 1 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო. გ 1 ) დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული იმ მოსარგებლეებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას აწვდიან საპილოტე რეჟიმში, დანართ №1.17-ის შესაბამისად; დ) ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის 3 1 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას   დანართი №1.5-ის შესაბამისად; ე) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3 5 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას, დანართ №1.7-ის შესაბამისად; ვ) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3 6 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას, დანართ  №1.9-ის შესაბამისად; ზ) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 3 7 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას, №1.10 დანართის შესაბამისად; თ) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 3 9 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის სამედიცინო მომსახურებას, №1.11 დანართის შესაბამისად; ი) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 3 10 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის სამედიცინო მომსახურებას, №1.12 დანართის შესაბამისად; კ) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 3 ​ 11 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის სამედიცინო მომსახურებას, №1.15 დანართის შესაბამისად; ლ) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 3 12 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ცოფის პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა და მასთან დაკავშირებული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა), მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

1¹.ამ პროგრამის მიზნებისათვის, წლიური შემოსავალი განისაზღვრება: ა) იმ პირებისათვის, რომელთა შემოსავალი ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ყოველთვიურად, საანგარიშო თვის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან განმახორციელებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თვე) წინა თვიდან ბოლო 12 თვის მდგომარეობით დასაბეგრი შემოსავალით, კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო შეღავათების გარეშე; ბ) იმ პირებისათვის, რომელთა შემოსავალი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და საგადასახადო ორგანოში წარადგენენ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან განმახორციელებლისათვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით დასაბეგრი შემოსავლით, ხოლო მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ერთობლივი შემოსავლით (რომელიც არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით), კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო შეღავათების და წინა წლების ზარალის გამოქვითვის გარეშე; გ) იმ პირებისათვის, რომლებიც საგადასახადო ორგანოში წარადგენენ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას და ასევე გააჩნიათ შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სიდიდეების ჯამით; დ) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან განმახორციელებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25%-ისა და სხვა წყაროებიდან მიღებული იმ დასაბეგრი შემოსავლის (მ. შ., ხელფასის სახით) ჯამით, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.

1².ამ პროგრამის მიზნებისათვის, ყოველთვიური შემოსავალი განისაზღვრება: ა) საანგარიშო თვის (ინფორმაციის განმახორციელებლისათვის მიწოდების თვე) წინა თვიდან ბოლო 3 თვის საშუალო მაჩვენებლით; ბ) ინდივიდუალური მეწარმეებისა და გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისათვის, წინა საანგარიშო წლის შემოსავლის 1/12-ით; გ) იმ პირებისათვის, რომლებიც საგადასახადო ორგანოში წარადგენენ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას და ასევე გააჩნიათ შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სიდიდეების ჯამით.

1³.ამ პროგრამის მიზნებისათვის, წლიური და ყოველთვიური შემოსავალი შესაძლებელია შეიცვალოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახურისაგან მიღებული სათანადო ინფორმაციის საფუძველზე.

1⁴.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს პროგრამული მომსახურების მიღება შეეძლებათ/გაუგრძელდებათ შესაბამისი ინფორმაციის მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

1⁵.ამ პროგრამის მიზნებისათვის, იმ პირების შემოსავალი, რომლებიც დოკუმენტურად დაადასტურებენ განმახორციელებლის წინაშე, რომ წლიურ შემოსავალში გათვალისწინებულია ერთჯერადად, მათ შორის, საქველმოქმედო მიზნით, გაცემული დახმარება/კომპენსაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ჩარიცხული დაგროვებითი პენსია, წლიური და ერთი თვის შემოსავალი განესაზღვრებათ შესაბამისი თანხის გამოკლებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახურისაგან მოთხოვნილი ინფორმაციის საფუძველზე.

2.პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების აღნიშნული პირობები ექვემდებარება გადახედვას.

2¹.დანართ №1-ის მე-20 მუხლის 5 4 პუნქტით განსაზღვრული პირობები, DRG დაფინანსების ფარგლებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ექვემდებარება გადახედვას (არაუმეტეს წელიწადში ერთხელ).

3.(ამოღებულია - 06.02.2020, №79). საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №1 11 – ვებგვერდი, 16.05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 5 ივლისის დადგენილება №17 8 – ვებგვერდი, 1 6 .07.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277  – ვებგვერდი, 10.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №394 - ვებგვერდი, 15.08.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №294 – ვებგვერდი, 09.08.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №431 – ვებგვერდი, 31.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №525 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 30.04.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივლისის დადგენილება №294 - ვებგვერდი, 01.07.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №450 - ვებგვერდი, 21.09.2026წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41401860192 (და…3 (და…5 (და…2 (და…5 (და…2721 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსპაციენტის უფლებების შე…საყოველთაო ჯანდაცვაზე …ჯანმრთელობის დაცვის შე…სოციალური პაკეტის განს…შრომითი მოვალეობის შეს…ადმინისტრაციული სახდელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა