1.პროგრამის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.
2.21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის (გარდა დანართ №1.17-ით განსაზღვრულისა) პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით (გარდა „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში №17.2.1 და №17.3 დანართებით განსაზღვრული მიმწოდებლებისთვის ამ უკანასკნელი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების მოცულობის მიწოდებისთვის), რომლის დროსაც ერთი მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებული ღირებულება შეადგენს თვეში: ა) დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით, დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის 0,86 ლარს; ბ) დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ე 1 “ ქვეპუნქტებითა და დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“ და „ბ.ე 1 “ ქვეპუნქტებით, დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ (გარდა კომპიუტერული ტომოგრაფიისა, რომელიც ანაზღაურდება ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად), „ბ.დ“, „ბ.ე“ და „ბ.ე 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის − 1,07 ლარს (მათ შორის, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის − 0,25 ლარს); გ) დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის 0,86 ლარს; დ) დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ე 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის − 1,29 ლარს (მათ შორის, დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში მითითებული სისხლის საერთო ანალიზისა და შარდის საერთო ანალიზისათვის – 0,25 ლარს).
3.21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამბულატორიული მომსახურებისათვის მიმწოდებელი დაწესებულებისთვის ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა განისაზღვრება საანგარიშგებო თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით დარეგისტრირებული მოსარგებლეების შესაბამისად, ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ბენეფიციარს მიაწოდოს პროგრამით განსაზღვრული მომსახურება მოსარგებლედ რეგისტრაციის თარიღიდან.
4.21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის თანახმად (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ), განმახორციელებელთან წარადგინოს დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით. ამასთან, ეს ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების და/ან შესაბამის ხელშეკრულებებში ბოლო 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაქსიმუმ 10 - პროცენტიანი გადახრით.
4¹.21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა. ტარიფის გამოთვლა ხდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარდგენილ ფასთა განაწილების შუა 2 მეოთხედის ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდის მიხედვით (ტარიფის არეალი ითვლება ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად) .
4².თუ 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელს მომსახურებას სთავაზობს ფილიალების ან შვილობილი კომპანიების მეშვეობით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობებით განაცხადი (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ) და დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები უნდა წარადგინოს ცალ-ცალკე. ამასთან, ეს ღირებულებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს ფილიალის მიხედვით.
4³.21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება დანართი №1.5-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4⁴.დანართ №1.7-ით გათვალისწინებულ მდგომარეობებთან, ასევე დანართ №1.3-ის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ინფექციურ მდგომარეობებთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის ხარჯების ანაზღაურება ხდება დანართ №1.7-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4⁵.21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება დანართ №1.9-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4⁶.21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება №1.11 დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4⁷.21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება №1.12 დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4⁸.21-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება №1.15 დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5.მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.
6.21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი და გეგმური სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, მოახდინოს განმახორციელებელთან წარდგენილი დანართები №1.1-ით, №1.2-ით, №1.3-ით და №1.4-ით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების კორექტირება ამავე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული კრიტერიუმების დაცვით, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული წესით. ამასთან, თუ ადგილი აქვს ღირებულების მატებას, აღნიშნული განხორციელდება მხოლოდ მიმწოდებლის მიერ წარდგენილ არგუმენტებზე განმახორციელებლის მიერ წერილობითი დასტურის შემთხვევაში.
7.21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტაციონარული მომსახურება (გარდა კომბუსტიოლოგიის (დანართ №1.2-ის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“, დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტები), გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის (დანართი №1.11), თრომბოლიზისის/თრომბექტომიის (ინსულტის შემთხვევაში), დანართ №1.12-ითა („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“) და №1.15-ით („ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“) განსაზღვრული მომსახურებისა) ფინანსდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების (DRG) მეთოდით, ამასთანავე: ა) DRG ჯგუფის გენერირება ხდება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისას; ბ) თანაგადახდის წილის ათვლა ხდება DRG ჯგუფისთვის განსაზღვრული ღირებულებიდან; გ) ხანგრძლივი (მკურნალობის დაწყებიდან 60 დღე და მეტი) სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, პირველ 60 დღეში გაწეული მომსახურება ფინანსდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების (DRG) მეთოდით, ხოლო შემდეგ, დანართ №1.2-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ეს წესი არ ვრცელდება ჰოსპიტალური დაყოვნების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ, დაფინანსების გამონაკლის შემთხვევებზე; დ) ინსულტის მკურნალობა ფინანსდება DRG მეთოდით, ხოლო თრომბოლიზისის და თრომბექტომიის ჩარევის ტარიფები მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ე) DRG-ის კოდები, საბაზისო ღირებულება, წონა, ფასები, გადახედვის ვადები, ასევე გადაუდებელი თერაპიული სტაციონარული მდგომარეობების ჩამონათვალი და გამონაკლისები (მათ შორის, ჰოსპიტალური დაყოვნების მიხედვით, გამონაკლისის სახით დაფინანსების წესი) მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7 1 . 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნებისა (60 დღე და მეტი) და ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ხანგრძლივი დაყოვნების/ქრონიკული მოვლის (60 დღე და მეტი) (მათ შორის, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა) ანაზღაურება ხდება №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის მიხედვით, რომელიც გამოთვლილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით. 7 2 . №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომბუსტიოლოგიის მომსახურების ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფისა, რომელიც გამოთვლილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ წარდგენილი ტარიფების მედიანის მიხედვით.
7³.(ამოღებულია - 26.10.2022, №507).
7⁴.(ამოღებულია - 14.11.2023, №440).
8.№1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით, №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებითა და №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება (მათ შორის, ქიმიო, ჰორმონო პრეპარატები და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები (გარდა №1.16 დანართით გათვალისწინებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებისა)) ანაზღაურდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი ტარიფის, წესებისა და პირობების შესაბამისად.
8¹.(ამოღებულია - 19.02.2025, №38) .
8².(ამოღებულია - 26.10.2022, №507).
8³.(ამოღებულია - 19.02.2025, №38) .
9.დანართი №1.1-ით, №1.2-ით, №1.3-ით და №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებებისათვის წარმოდგენილი ღირებულებების ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მიმწოდებელს. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასები არ შეესაბამება ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას, მიღებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
10.ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით, ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურდება ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ლიმიტის მთლიანი ღირებულებისა და თითოეული დამატებითი კოდის ლიმიტის 50%-ის ჯამი, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა.
11.არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ამასთან: ა) არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის მეორე დაწესებულებაში გადაყვანისას დამდგარი მკურნალობის ეპიზოდის ან მეორე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად, ხოლო მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება; ბ) არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის იმავე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ასევე მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.
12.პროგრამის ფარგლებში, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის გამო: ა) პაციენტის გადაყვანის ან გაწერიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით პაციენტის რეჰოსპიტალიზაციისას, პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციაზე პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) იქნა ჩატარებული მკურნალობა; ბ) გართულებული შემთხვევის დაფინანსებასა და პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციაზე პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) იქნა ჩატარებული მკურნალობა.
13.(ამოღებულია - 31.12.2013, №396).
14.ამ პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურებებზე გავრცელდეს იგივე ზოგადი პირობები, რაც ამ პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებებისათვის, თუ თავად ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 21.03.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 5 ივლისის დადგენილება №17 8 – ვებგვერდი, 1 6 .07.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 3 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №559 – ვებგვერდი, 22.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №139 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება № 586 - ვებგვერდი, 20.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება № 147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 03.11.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის დადგენილება №380 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 29.05.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №295 – ვებგვერდი, 09.08.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №440 – ვებგვერდი, 14.11.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის დადგენილება №287 - ვებგვერდი, 03.09.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 19 თებერვლის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 19.02.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 30.04.2025წ.

