ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ სოციალური პაკეტის თაობაზე სააგენტოში წარდგენილი დადგენილი ფორმის მოთხოვნა; ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც რეგისტრირებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ; გ) მარტოხელა – პირი, რომელსაც არ ჰყავს არაშრომისუუნარო მარჩენალი (მეუღლე, შვილი ან მშობელი); დ) მარჩენალდაკარგული – ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე; ე) მაძიებელი – პირი, სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენის მომენტიდან სოციალური პაკეტის დანიშვნამდე; ვ) ბენეფიციარი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი; ზ) მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის მოწმობა საქართველოში; თ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) შრომისუუნარო – პირი, რომელსაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ან არის 18 წლამდე ან 65 წლის და მეტი ასაკის; კ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, ადმინისტრირების ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ლ) (ამოღებულია - 23.04.2014, №310); მ) სოციალური პაკეტი – პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით; ნ) ელექტრონული სისტემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემა. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №209 – ვებგვერდი, 19.08.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის დადგენილება №310 - ვებგვერდი, 24.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №683- ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 17.01.2024წ.
სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 2 (დანართი 1). ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

