1.პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო - კომპეტენციის ფარგლებში) ვალდებულია: ა) განახორციელოს პროგრამების ზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) უფლებამოსილების შესაბამისად უზრუნველყოს პროგრამებში მონაწილე მიმწოდებლების გამოვლენა; გ) უზრუნველყოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას დაქვემდებარებული შემთხვევების დროული ანაზღაურება დადგენილი წესით; დ) პროგრამის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა დადგენილი წესის შესაბამისად; ე) ზედამხედველობის შესაბამის ეტაპზე მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდოს პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე მეორე სახელმწიფო დაწესებულებას, თუ იგი მიეკუთვნება ამ დაწესებულების კომპეტენციას. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო) შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.
1¹.შრომის ინსპექცია ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში ვალდებულია, ამ დადგენილებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სხვა სახელმწიფო დაწესებულებას, თუ იგი მიეკუთვნება ამ დაწესებულების კომპეტენციას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.
2.პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) მიმწოდებლისგან მოითხოვოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამის მოსარგებლის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პირადი, სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია; ბ) გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა; გ) აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე, დააკისროს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები და განახორციელოს მათი გადახდის ადმინისტრირება, დადგენილი წესის შესაბამისად; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით; ე) მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულებას, სააგენტოს ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში დაკისრებული აქვს საჯარიმო სანქციები ან აქვს სხვა სახის ფულადი ვალდებულება, ამ ვალდებულებების ჯამური ოდენობის ფარგლებში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, მიუხედავად იმისა, რომელი პროგრამის ფარგლებშია წარმოშობილი ეს საჯარიმო სანქციები/ფულადი ვალდებულება და რა პერიოდს მოიცავს სააგენტოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა.
3.(ამოღებულია - 25.04.2017, №208).
4.გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობასთან დაკავშირებით უკვე აღებული ვალდებულებები დარეგულირდეს „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.
5.მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მონაწილეობისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ასევე მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით; ბ) პროგრამის შესაბამისი კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა იმ სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რომელსაც ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) შეუფერხებლად მოახდინოს პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთანავე, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე უარის თქმა, მათ შორის, პროგრამით სარგებლობის პირობებზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო; დ) დადგენილი წესის შესაბამისად, მოახდინოს ანგარიშგება მართვაზე უფლებამოსილ მხარესთან და მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია; ე) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა პროგრამით განსაზღვრული მოცულობის შესაბამისად; ვ) პროგრამის განმახორციელებელსა და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა (მათ შორის, DRG მეთოდით დაფინანსებულ შემთხვევებში), გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა. VIP მომსახურებაზე (აყვანილი ექიმი/ექთანი, არჩეული პალატა/სახარჯი მასალა) მოსარგებლის მხრიდან დამატებითი თანხის გადახდევინების მექანიზმის შემოღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე აქტით დადგენილი წესით, რომლითაც განისაზღვრება აღნიშნულ მომსახურებაზე დამატებითი თანხის გადახდევინების პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურების შეთავაზების ლიმიტები, აგრეთვე სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსარგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას; ზ) უზრუნველყოს პროგრამის 19 1 მუხლის შესაბამისად შეთანხმებული საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირების პირობების დაცვის ხელშეწყობა; ზ 1 ) უზრუნველყოს პაციენტისათვის ზედმეტად არასწორად გადახდილი თანხის დაბრუნება კონტროლის ან რევიზიის აქტის გაცნობიდან/ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და თანხის დაბრუნებიდან 5 სამუშაო დღეში დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტის რეგულირების სააგენტოში წარდგენა; ზ 2 ) უზრუნველყოს პაციენტისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ინსპექტირების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, თუ საბოლოოდ გენერირებული DRG-ის შედეგად გამოვლინდა, რომ პაციენტის თანაგადახდის წილი ნაკლებია პაციენტის მიერ გადახდილ თანხაზე; ზ 3 ) თანაგადახდის წილთან დაკავშირებული ანგარიშსწორება პაციენტთან განახორციელოს გაწერის დღეს, შემთხვევის დასრულებისას სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული მონაცემებისა და მომსახურების ღირებულების მიხედვით; თ) საჯარიმო სანქცი(ებ)ის დაკისრებისა და გადახდის ადმინისტრირების მიუხედავად, უზრუნველყოს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება სრულფასოვნად და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების თანახმად; ი) პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს არ მოსთხოვოს იმ მომსახურების ანაზღაურება, რომელიც პროგრამის განმახორციელებლის მხრიდან არ იქნა ანაზღაურებული საჯარიმო სანქციის დაკისრების გამო; კ) პროგრამის ყოველი კომპონენტის მიხედვით მომსახურების შესრულებისთვის დანახარჯთა დადასტურების მიზნით, ცალ-ცალკე აწარმოოს პროგრამით/კომპონენტით გახარჯული მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების პროცედურების, მანიპულაციების, მათ შორის, საოპერაციო მასალის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების აღრიცხვა, ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდში; ლ) უზრუნველყოს პროგრამის მოსარგებლისათვის დანართი №1-ის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა; კალკულაცია – განმახორციელებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში) სრულყოფილად და დროულად მიწოდება, განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; მ) პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება; ნ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში: ნ.ა) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიწოდება აწარმოოს პჯდ გუნდის (ოჯახის ან უბნის ექიმი და ექთანი) მეშვეობით; ნ.ბ) 1 პჯდ გუნდთან მიმაგრებული მოსახლეობის საერთო (პროგრამული და არაპროგრამული ბენეფიციარების ჯამი) რაოდენობა შეადგენდეს არაუმეტეს 2,500 მოსახლეს; ნ.გ) მონაწილეობა მიიღოს (დადგენილი წესით) პრევენციულ და სკრინინგის პროგრამებში (მ/შ, C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის, იმუნიზაციის, კიბოს ორგანიზებული სკრინინგის ღონისძიებებში) და უზრუნველყოს მასთან რეგისტრირებული სამიზნე კონტინგენტი პრევენციული და სკრინინგული სერვისებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად; ნ.დ) უზრუნველყოს ოჯახის/უბნის ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში. ამასთან, უწყვეტი სამედიცინო განათლების თემატიკა და ოჯახის/უბნის ექიმის მიერ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის საშუალებით ყოველწლიურად დაგროვებული კრედიტქულების რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ნ.ე) ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ინსტრუმენტული და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები უზრუნველყოს არა უმეტეს მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეფერენტული ტარიფებით. ო) სამედიცინო მომსახურების მიწოდება უზრუნველყოს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის სისტემის ფუნქციონირების კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაცვით; პ) უზრუნველყოს ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ისეთ დაწესებულებებში, რომლებსაც დანერგილი აქვთ ხარისხის გარე კონტროლის ღონისძიებები.
5¹.სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი (მათ შორის, იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული მისი ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული), ასევე ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ 2022 წლის 1 მარტიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა №3 რეცეპტის, ხოლო 2022 წლის 11 აპრილიდან პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების რეცეპტის (ფორმა №2) გამოწერა ელექტრონული რეცეპტების ერთიან სახელმწიფო სისტემაში, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდულ/გასაცემ ფარმაცევტულ პროდუქტზე.
5².სტაციონარული მომსახურების (გარდა დღის სტაციონარისა) მიმწოდებელი ვალდებულია, ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტისათვის, C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოს კონფირმაციული კვლევისათვის საჭირო სისხლის ნიმუშის აღება, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ალგორითმის – „სისხლის აღების, ალიქვოტების მომზადებისა და ტრანსპორტირების წესის“ შესაბამისად და განახორციელოს შეტყობინება ცენტრში საკვლევი მასალის ტრანსპორტირების საჭიროების თაობაზე C ჰეპატიტის სკრინინგის აღრიცხვის ფორმის (ელექტრონული მოდულის) მეშვეობით. ცენტრი უზრუნველყოფს დაწესებულებებიდან სისხლის ნიმუშების მოგროვებასა და ტრანსპორტირებას ცენტრის რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში.
5³.(ამოღებულია - 08.07.2021, №334). 5 4 . დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული (გარდა გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლისა, დანართ №1.17-ით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით) მიმწოდებელი პირი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს შემდეგი სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება არანაკლებ მინიმალური საათობრივი ანაზღაურებისა: ა.ა) ექიმისთვის − არანაკლებ 7 ლარისა საათში; ა.ბ) ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში; ა.გ) უმცროსი ექიმისთვის – არანაკლებ 5 ლარისა საათში; ა.დ) ექთნის თანაშემწისთვის – არანაკლებ 3.5 ლარისა საათში; ა.ე) ბებიაქალისთვის – არანაკლებ 4.4 ლარისა საათში; ა.ვ) სანიტრისთვის – არანაკლებ 3 ლარისა საათში; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების პირობები ასახოს დასაქმებულის შესაბამის შრომით ხელშეკრულებაში; გ) დანართი №1-ის 16 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, განათავსოს დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.
5⁵.დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტით, №1.9 და №1.10 დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიმწოდებელი პირი ვალდებულია, „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად განახორციელოს საჭირო მონაცემების შეტანა ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში (EHR), ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად.
5⁶.(ამოღებულია - 15.07.2024, №230).
5⁷.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრინციპების დაცვით განსაზღვროს ცალკეულ მომსახურებებზე მოსარგებლის მხრიდან დამატებითი თანხის გადახდევინების პირობები, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოყენებული იქნება შესაბამისი პროტოკოლებით/გაიდლაინებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ისეთი ინოვაციური (მაღალტექნოლოგიური) მეთოდი ან აპარატურა, რომელიც იძლევა შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციის უფრო გაზრდილ ეფექტიანობას.
6.პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაწეული მომსახურებისათვის დროულად მიიღოს ანაზღაურება შესაბამისი პროგრამით დადგენილი წესისა და პირობების მიხედვით. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 3 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 მარტის დადგენილება №120 – ვებგვერდი, 09.03.2018წ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის დადგენილება №15- ვებგვერდი, 10.01.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილება №249 – ვებგვერდი, 16.04.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №555 - ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №596 – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ივლისის დადგენილება №334 – ვებგვერდი, 09.07.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №92 – ვებგვერდი, 01.03.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 23.05.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 29.05.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 29.05.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №342 – ვებგვერდი, 31.08.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 11.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №429 – ვებგვერდი, 31.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №530 – ვებგვერდი, 29.12.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 ივლისის დადგენილება №230 – ვებგვერდი, 16.07.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №407 - ვებგვერდი, 11.12.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 30.04.2025წ. თავი III მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სპეციფიური პირობები

