საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 23 (დანართი 1). დამატებითი პირობები

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის მიმწოდებელთან.

2.21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისათვის აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის იმ პირობით, რომ მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების შეცვლა შეუძლია ყოველ ორ თვეში ერთხელ.

3.21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა განახორციელონ პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია და პროგრამის განმახორციელებელთან ინფორმაციის წარდგენა პროგრამით განსაზღვრული პერიოდის დაწყების მომდევნო თვის ბოლო რიცხვამდე და შემდეგ ყოველთვიურად ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

4.პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.

4¹.2014 წლის 1 აპრილიდან პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა ამ დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია უნდა განახორციელონ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა), რომლის ფორმასა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამინისტრო, ხოლო 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაცია უნდა დასრულდეს 2018 წლის 1 ივნისამდე. ამასთან, მოსარგებლის თანხმობის ფორმის ბეჭდვას, ტირაჟირებას, აღრიცხვასა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის უსასყიდლოდ გადაცემას უზრუნველყოფს განმახორციელებელი.

4².ახალშობილის პირველადი რეგისტრაცია გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოსარგებლედ ხორციელდება ავტომატურად, „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანების მე-6 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ახალშობილის ელექტრონულად რეგისტრაციის საფუძველზე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, 7 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს ახალშობილის მშობელთან/მეურვესთან კომუნიკაცია (სატელეფონო ან/და საკარდაკარო შემოვლის გზით), ამ მუხლის 4 1 პუნქტის შესაბამისად, ახალშობილის რეგისტრაცია და აყვანა მეთვალყურეობაზე (მ/შ, იმუნიზაციის მოსარგებლედ).

5.21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზის ფორმირება/განახლება ხორციელდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამინისტროს ვებგვერდზე, ჯანმრთელობის დაცვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში განთავსებულ „ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულში“ სამოქალაქო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით.

6.სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს პაციენტის წერილობითი თანხმობა სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

7.პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს სამედიცინო ვაუჩერით მოსარგებლეს სრულყოფილი ინფორმაცია პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების მოცულობაზე.

8.ამ პროგრამის მიზნებისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის მომსახურება (ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა მედიკამენტების ჩათვლით, სამედიცინო მანიპულაციები, სამკურნალო-დიაგნოსტიკური, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც საჭიროებს პაციენტის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას, მე-15 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

9.დაუშვებელია პროგრამის მოსარგებლის მკურნალობის ერთსა და იმავე ეპიზოდზე ერთისა და იმავე ნოზოლოგიური კოდის (ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით) ან ერთისა და იმავე DRG ჯგუფის (ისეთი მომსახურების დროს, რომელიც ფინანსდება DRG მეთოდით) სხვადასხვა კლინიკაში გამოყენება, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა, პროგრამის მე-15 მუხლის 6 ​ 1 პუნქტით გათვალისწინებული და „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი შემთხვევებისა.

9¹.(ამოღებულია - 26.10.2022, №507).

10.პროგრამის მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ გაწეული ფაქტობრივი ხარჯის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით დადგენილი ღირებულებისა, გარდა DRG მეთოდით დაფინანსებული შემთხვევებისა, რომლის დროსაც ანაზღაურება ხდება DRG-ის შესაბამისად.

11.21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, აწარმოოს მიმაგრებული კონტინგენტის აღრიცხვა (მათ შორის, ასაცრელი კონტინგენტი) და რუტინული ვაქცინაციის მიმდინარეობისა და განმახორციელებლის მიერ დადგენილი სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად მიაწოდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალური/ რაიონულ ცენტრებს. ამასთან, წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაციის მიზნით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მოახდინოს მიმაგრებული კონტინგენტის იმუნიზაციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და წითელაზე აცრის სტატუსის აღრიცხვა.

12.21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

13.21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

14.21-ე მუხლით განსაზღვრული გადაუდებელი სამედიცინო მომსახუ­რების მიღების საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლისათვის არ უნდა არსე­ბო­ბ­დეს რაიმე ბარიერი და შეზღუდვა სამედიცინო მომსახურების მიმწო­დე­ბ­ლის არჩევისას.

15.21-ე მუხლით განსაზღვრული გეგმური მომსახურების მიღებისას, მოლოდინის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი, მე-2  და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის 4 თვეს, თუმცა, მოლოდინის პერიოდის ხანგრძლივობა სამედიცინო ჩვენებით უნდა განისაზღვროს.

16.(ამოღებულია - 26.10.2022, №507).

17.21-ე მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება მოსა­რ­გე­ბლეებს მიეწოდებათ სრული მოცულობით სამედიცინო აუცილებლობის პრინ­ციპის გათვალისწინებით, დადგენილებაში მითითებული თანაგა­დახ­დის ფარგლებში.

18.პროგრამით გათვალისწინებული საკეისრო კვეთის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში.

18¹.თუ №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებისას ნოზოლოგიის და ჩარევის დასახელების სავალდებულო პირობები (კოდების მითითებით) შესრულებულია და დამატებითი ჩარევის მიუხედავად არ გაზრდილა ტარიფის ოდენობა, შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას.

18².პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის  ხარჯები.

19.თუ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების თანხის განმახორ­ცი­ე­­ლებლის მიერ ანაზღაურების შემდეგ გაირკვა, რომ პირი არ იყო პროგრა­მის მოსარგებლე და ამ დადგენილების პირველი თავის მე-2 მუხლის პირობა იქნა და­რღვეული სადაზღვევო კომპანიის მიერ მოწოდებულ ბაზებში არსე­ბუ­ლი ხარვეზის გამო, მომსახურებაზე გაწეული დანახარჯი მიმწოდებლის მიერ დაბრუნდება ბიუჯეტში და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღა­უ­რე­ბის ვალდებულება დაეკისრება აღნიშნულ სადაზღვევო კომპანიას.

20.გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაში იგულისხმება გადაუ­დებელი (კრიტიკული) და სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენციების ტიპე­ბი („სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯა­ნმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამ­ტ­­კი­ცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური და­ცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანების  დანართი №2–ის პირველი და მე-2 პუნქტები).

21.გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაში იგულისხმება სასწრაფო-და­ყო­­­ვ­ნებული და გეგმიური ინტერვენციების ტიპები (,,სამედიცინო ჩარევე­ბის კლ­ასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის და­წე­სე­­­­ბულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქა­რ­თ­­ვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანების  დანართი №2–ის  მე-3 და მე-4 პუ­ნ­ქ­ტე­ბი).

21¹.ამ პროგრამის მიზნებისთვის, DRG მეთოდით დაფინანსებულ შემთხვევებში, კრიტიკულ შემთხვევად განიხილება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ის შემთხვევა, როდესაც: ა) სტაციონარში დაყოვნების განმავლობაში პაციენტი საჭიროებს II-III დონის კრიტიკული მდგომარეობების მართვას რეანიმაციულ განყოფილებაში არანაკლებ 24 საათისა; ბ) ადგილი აქვს პაციენტის გარდაცვალებას.

22.ამ პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დამატებითი პირობები იგივეა, რაც 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებისათვის, თუ თავად ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

23.მიმწოდებელს, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს, 2013 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და შემთხვევის შესახებ შეტყობინებას სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით დააფიქსირებს არაუგვიანეს 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით, პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია აუნაზღაუროს 2013 წლის 1 ივლისიდან გაწეული სამედიცინო მომსახურება, ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

24.მომსახურებაზე, რომელიც ჩატარებულია პროგრამის განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს შეტყობინება შემთხვევის შესახებ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში არა უგვიანეს 2013 წლის 1 ნოემბრისა. 2013 წლის 1 ნოემბრის შემდეგ, აღნიშნული მომსახურების შესახებ შეტყობინება უნდა გაკეთდეს პროგრამის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი წესის შესაბამისად.

25.იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრულ კატეგორიას შეეცვალა სტატუსი და აღარ განეკუთვნება ამ უკანასკნელი დადგენილებით განსაზღვრულ კატეგორიას, მაშინ მას ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები უნარჩუნდება სადაზღვევო პერიოდის ბოლომდე, მაგრამ არა უგვიანეს  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების მე-13 მუხლით განსაზღვრული გარემოებების დადგომის თარიღისა და შემდეგ ხდება ამ დადგენილების დანართი №1.1-ით, დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით ან დანართი №1.4-ით განსაზღვრული პირობების ან საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების მოსარგებლე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ან დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრულ პირს მიენიჭება ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული კატეგორია, მაშინ იგი კატეგორიის განსაზღვრის შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან ხდება ამ  დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე.

25¹.ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ის ბენეფიციარები/ოჯახები, რომელთაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული ერთწლიანი სადაზღვევო პერიოდი დაეწყოთ 2014 წლის 1 იანვრამდე, 2014 წლის 1 ივლისიდან მათთვის განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდის ამოწურვამდე, მიუხედავად კატეგორიის/სტატუსის ცვლილებისა, ისარგებლებენ ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებით. ამ ვადის (ერთწლიანი სადაზღვევო პერიოდის) გასვლის შემდეგ, ჩართვის შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, გახდებიან ამ დადგენილების დანართი №1.1-ის, №1.3-ის ან №1.4-ის მოსარგებლეები.

25².ამ მუხლის 25 1 პუნქტი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიეკუთვნებოდნენ ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეებს.

26.იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ხდება დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორია ან ენიჭება დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  პირის სტატუსი, მაშინ იგი ავტომატურად, ჩართვის შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, ხდება ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების ან საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების  მოსარგებლე.

27.(ამოღებულია - 27.12.2022, №598).

28.(ამოღებულია - 27.12.2022, №598).

28¹.პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის (სტუდენტი) შემთხვევაში, სტატუსის მოხსნად ჩაითვლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა, ორსულობას, მშობიარობასა და ბავშვის მოვლასა („დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების შესაბამისად) და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეწყვეტის ან შეჩერებისა, მაგრამ არა უმეტეს 1 კალენდარული წლისა.

29.დაუშვებელია მოსარგებლის სურვილის ან უარის განცხადების შემთხვევაში ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით, დანართი №1.3-ის პირველი და მე-2 პუნქტებით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებების პირობების შეცვლა.

29¹.ბენეფიციარს შეუძლია კონკრეტული შემთხვევის დროს უარი თქვას აღნიშნული დადგენილების პირობებით სარგებლობაზე, რისთვისაც მან ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს განმახორციელებელს. აღნიშნული შემთხვევის ფარგლებში პირი ერთჯერადად კარგავს უფლებას, ისარგებლოს პროგრამით განსაზღვრული პირობებით.

30.2014 წლის 1 აპრილამდე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დამდგარი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რომლებიც დასრულდა ან გრძელდება 2014 წლის 1 აპრილის შემდგომ პერიოდში,  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უნდა ანაზღაურდეს 2014 წლის 1 აპრილიდან გაწეული ხარჯების შესაბამისად. ამასთან, ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  სამედიცინო დაწესებულებების  მხრიდან შეტყობინება გაკეთდება 2014 წლის 1 სექტემბრამდე.

31.2014 წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დამდგარი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რომლებიც დასრულდა ან გრძელდება 2014 წლის 1 სექტემბრის შემდგომ პერიოდში,  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უნდა ანაზღაურდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან გაწეული ხარჯების შესაბამისად. ამასთან,  ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  სამედიცინო დაწესებულებების  მხრიდან შეტყობინება გაკეთდება 24 საათის განმავლობაში, 2014 წლის 2 სექტემბრის 00:00 საათამდე.

32.იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის დასრულებამდე შეეცვალა მოსარგებლის სტატუსი (კერძოდ, შეუსრულდა 6 წელი),  მიუხედავად სტატუსის ცვლილებისა, შემთხვევა დასრულდეს  იმ პაკეტით, რომლითაც დაიწყო მომსახურება.

32¹.დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისთვის 2017 წლის 1 მარტამდე დამდგარი პროგრამული გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და გეგმური მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება 2017 წლის 1 მარტის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს იმ პაკეტით, რომლითაც დაიწყო მომსახურება, ხოლო 2017 წლის 1 მარტამდე გეგმურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.

32².დანართი №1-ის მე-2 მუხლის 3 1 პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის 2017 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება 2017 წლის 1 მარტის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს იმავე პროგრამის ფარგლებში, რომლითაც დაიწყო მომსახურება.

32³.თუ დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს  დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, 2017 წლის 1 აპრილამდე  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება 2017 წლის 1 აპრილის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში.

32⁴.ამავე მუხლის 38-ე, 38 1 , 38 2 , 41-ე, 45-ე და 47-ე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.

32⁵.დანართი №1-ის მე-2 მუხლის 3 3 პუნქტითა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისთვის დამდგარი პროგრამული გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და გეგმური მომსახურება, სტატუსის ცვლილების მიუხედავად, დასრულდეს იმ პაკეტით, რომლითაც დაიწყო მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი ხდება დანართი №1.3-ის ან დანართი №1.4-ის მოსარგებლე, ხოლო გეგმურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.

32⁶.თუ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, 2018 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევები, რომელიც დასრულდა ან გრძელდება 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში.

32⁷.გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობასთან დაკავშირებით  „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებები დასრულდეს იმავე („რეფერალური მომსახურების“) პროგრამის ფარგლებში.

33.(ამოღებულია - 18.01.2018, №19).

34.პროგრამის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის 2015 წლის 1 იანვრიდან განულებულ იქნეს დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით, დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ბ“, „გ.გ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტის „გ.ბ“, „გ.გ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და დანართი №1.4-ის  პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ლიმიტები. ამასთან, 2015 წლის 1 იანვრიდან თითოეულ მოსარგებლეს აღნიშნული ლიმიტები განესაზღვროს  1 კალენდარული წლის ფარგლებში.

35.პროგრამაში რეგისტრირებული მიმწოდებლის ისეთი რეორგანიზაციისას, როდესაც ადგილი აქვს მისი სამართალმემკვიდრის  არსებობას, ან მაღალმთიან/შესაბამის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მიერ სამედიცინო დაწესებულებების გამოსყიდვისას, სამართალმემკვიდრესა და სახელმწიფოს მიერ მაღალმთიან/შესაბამის მუნიციპალიტეტში სამედიცინო დაწესებულებების გამოსყიდვის შედეგად სამედიცინო მომსახურების ჩამნაცვლებელ მიმწოდებელზე გადადის რეორგანიზებული მიმწოდებლის/გამყიდველის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული ყველა უფლება და ვალდებულება, მათ შორის: ა) სამართალმემკვიდრე ან ჩამნაცვლებელი მიმწოდებელი ვალდებულია, გაიაროს მიმწოდებლად რეგისტრაცია ამ პროგრამის მე-4 მუხლის შესაბამისად და მის მიმართ ძალას ინარჩუნებს რეორგანიზებული/ჩანაცვლებული მიმწოდებლის მიერ ამ პროგრამის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული  სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები, მათი ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე ხელახლა განთავსებისა და შემდგომ - დოკუმენტური ფორმით წარდგენის პირობით; ბ) პროგრამით გათვალისწინებული სერვისების უწყვეტობის მიზნით, მოსარგებლის შეუფერხებელი მომსახურების ვალდებულება, მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებების მიერ მის მიმართ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებამდე; გ) პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის რეორგანიზებულ/ჩანაცვლებულ მიმწოდებელთან რეგისტრირებული მოსარგებლეების უწყვეტი მომსახურება მათი ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.

36.სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ მუხლის 35-ე პუნქტი ასევე ვრცელდება სახელმწიფოს მიერ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან მისი ინფრასტრუქტურის ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტისათვის გადაცემისას (ან/და პირიქით გათვალისწინებული შემთხვევები), ან/და შესაბამისი ფორმით პრივატიზების განხორციელებისას, თუკი გადაცემის/ პრივატიზების პირობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

36¹.სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ, დადგენილი წესით, ადგილი აქვს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ან მისი ფილიალის/შვილობილის მობილიზაციას ვაქცინაციის მიზნებისათვის, ასეთი დაწესებულება უფლებამოსილია, სერვისის უწყვეტობის მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მობილიზებული ერთეულის მიხედვით უკვე აღრიცხული მოსარგებლეების გეგმური ამბულატორიული მომსახურება გააგრძელოს სხვა ფილიალის/შვილობილი კომპანიის მეშვეობით, ამ მოსარგებლეების ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმახორციელებელს. 36 ​ 2 . სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის 2024 წლის 1 მარტიდან პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩანაცვლებულ მიმწოდებელთან რეგისტრირებული მოსარგებლეების უწყვეტი მომსახურება განხორციელდება მათი ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.

36³.„სოფლის ექიმის – პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის ქ. ბათუმში გეგმური ამბულატორიული სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლებად აგრეთვე განისაზღვრებიან შპს „ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი“ და შპს „მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა“. ამასთანავე, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ამ პუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებლებთან ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდეს მოსარგებლის არჩევანით, ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებაში რეგისტრაციის ვადის მიუხედავად.

37.თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში ამ დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ფინანსდება ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით, ასეთი მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, უფლება აქვს, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მომსახურება გაწიოს დანართ №1.2-ის პირველი პუნქტის („გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება“) 1.5, 1.6, 1.9, 1.10 და 1.11 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა და №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მოსარგებლეებისათვის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული მცირე ქირურგიული ოპერაციებისა და მანიპულაციების შესაბამისად.

38.თუ სათანადო კომპეტენტური ორგანოს მიერ პერინატალური რეგიონალიზაციის მოვლის დონის გადამოწმებისას და/ან მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ  სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება  ვერ აკმაყოფილებს პერინატალური მოვლის ვერცერთ დონეს, ან შეეცვალა დონე და ვეღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლის კრიტერიუმებს, რაც დადასტურდება უფლებამოსილი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილებით და ამის თაობაზე  კომპეტენტური ორგანოს მიერ წერილობით ეცნობება განმახორციელებელს, განმახორციელებელი დაუყოვნებლივ უჩერებს მას მიმწოდებლის სტატუსს.

38¹.თუ სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი პირი ვეღარ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, განმახორციელებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-14 თვის პირველი რიცხვიდან შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი.

38².თუ სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელს, 2026 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-4 თვეს ჩატარებული წინა 3 თვის ანალიზის საფუძველზე დაუფიქსირდა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების 70%-ზე მეტი, განმახორციელებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-5 თვის პირველი რიცხვიდან შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი.

39.სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 38-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა  მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, სათანადო უფლებამოსილი ორგანოსადმი მიმართვისა და პერინატალური მოვლის დონის მინიჭების შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.

39¹.სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, რომელსაც თავისი სურვილით ან ამ მუხლის 38 1 ან 38 2 პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, სტატუსის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შესაბამისი განცხადებით მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე სტატუსის შეჩერებიდან 3 თვის შემდეგ.

40.სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელს, პროგრამის ფარგლებში, უფლება აქვს, მიაწოდოს მხოლოდ პერინატალური რეგიონალიზაციის მოვლის დონის შესაბამისი სერვისი.

40¹.პროგრამაში მონაწილე ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საქართველოში ახალი კორონავირუსის − COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და მზადყოფნისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მითითების შესრულება. აღნიშნულის შეუსრულებლობა გამოიწვევს პროგრამაში მონაწილისათვის მიმწოდებლის სტატუსის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებას 6 თვის ვადით.

41.განმახორციელებელი ვალდებულია, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების კომპეტენტური ორგანოს მიერ შემოწმებისას გამოვლენილი №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევის შესახებ დასკვნის გათვალისწინებით, ამავე ორგანოსაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებს შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

41¹.ამ მუხლის 40 1 და 41-ე პუნქტების შესაბამისად, მიმწოდებლისათვის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია, გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, თუ სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა.

42.სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 41-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა  მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და აღნიშნულის თაობაზე კომპეტენტური ორგანოს სათანადო დასკვნის (კომპეტენტური ორგანოს მიერ  სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმების საფუძველზე გაცემული დასკვნა) არსებობის შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.

43.ამ მუხლის 39-ე, 39 1 და 42-ე პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, განმახორციელებელი ვალდებულია, დაწესებულებას განცხადებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მიმწოდებლის სტატუსი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

44.ამ დანართის მე-4 მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ  სამედიცინო დაწესებულება შემთხვევის დადგომიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა, ხოლო 2017 წლის 1 ოქტომბრამდე დამდგარი პროგრამული გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში (რომელიც გრძელდება 2017 წლის 1 ოქტომბრის   შემდგომ პერიოდში) - 2017 წლის 10 ოქტომბრამდე წერილობით ერთჯერადად დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და პროგრამული გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევის შესახებ დააფიქსირებს შეტყობინებას სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით, პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, აუნაზღაუროს შემთხვევის დაწყებიდან  გაწეული სამედიცინო მომსახურება ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამასთან, ამ დანართის მე-4 მუხლის 1 1 პუნქტით  განსაზღვრულ  შემთხვევებში,  მოსარგებლეებზე  არ  ვრცელდება ამ   დანართის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტი და მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

45.თუ მიმწოდებელი დაწესებულება 2017 წლის 1 აპრილიდან ყოველი მომდევნო საანგარიშო 6 თვის განმავლობაში მინიმუმ 3 თვის მონაცემებით არ აკმაყოფილებს ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, განმახორციელებელი ვალდებულია, დაწესებულებას შესაბამისი კომპონენტის ფარგლებში აღნიშნული საანგარიშო 6 თვის დასრულებიდან მომდევნო 1 წლით შეუწყვიტოს მიმწოდებლის სტატუსი.

46.სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 45-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით. განმახორციელებელი ვალდებულია, დაწესებულებას განცხადებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მიმწოდებლის სტატუსი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

47.2018 წლის 1 მარტიდან, თუ მიმწოდებელი დაწესებულება, ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვის მდგომარეობით (თუ ემთხვევა არასამუშაო დღე, მომდევნო პირველი სამუშაო დღის მდგომარეობით), არ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მას ელექტრონული ფორმით 1 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გაფრთხილება დანართ №1-ის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობ(ებ)ის დარღვევის თაობაზე. მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე (თუ ემთხვევა არასამუშაო დღე, მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე) უზრუნველყოს დარღვევ(ებ)ის გამოსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას 1 სამუშაო დღის ვადაში უჩერდება მიმწოდებლის სტატუსი.

48.სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 47-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით. განმახორციელებელი ვალდებულია, სტატუსის აღდგენის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მას მიმწოდებლის სტატუსი, დაწესებულების მიერ ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობ(ებ)ის შესრულების დადასტურების შემთხვევაში.

49.გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი პირი ვალდებულია, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მომსახურება გააგრძელოს იმ ტარიფებით, რომლითაც პროგრამის ფარგლებში ემსახურება დანართ №1.3-ითა და დანართ №1.4-ით განსაზღვრული მომსახურების ბენეფიციარებს, აღნიშნული პირობა ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

50.(ამოღებულია - 26.10.2022, №507).

51.ნეონატალურ ასაკში დაწყებული უწყვეტი სტაციონარული შემთხვევა, ასევე თანდაყოლილი პათოლოგიით გამოწვეული გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, მიუხედავად იმისა, მოსარგებლე არის/გახდება თუ არა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული, დაფინანსდება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში; ამასთან, დაფინანსება განხორციელდება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული პრინციპების (მოსარგებლის კატეგორია (საბიუჯეტო დაზღვევის მიუხედავად), შესაბამისი მომსახურების პაკეტი, თანაგადახდის წილი, ღირებულება) შესაბამისად.

52.ამ დანართის  მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით: ა) 2020 წლის 1 მაისამდე იზღუდება: ა.ა) ბენეფიციარების გადინება/შედინება იმ დაწესებულებებში, რომლებიც აკმაყოფილებენ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ  პირობებს (რეგისტრირებული ჰყავთ 13,000 და მეტი ბენეფიციარი). გამონაკლისი დაიშვება ინდივიდუალურად, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიზნით (საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის შეცვლა) დაწესებულებების შეცვლის შემთხვევებში; ა.ბ) ბენეფიციარების გადინება იმ დაწესებულებებიდან, რომლებსაც რეგისტრირებული ჰყავთ 7,000 და მეტი ბენეფიციარი. გამონაკლისი დაიშვება ინდივიდუალურად, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიზნით (საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის შეცვლა) დაწესებულებების შეცვლის შემთხვევებში; ბ) ყველა დაწესებულება, რომელსაც აქვს სურვილი, 2020 წლის 1 მაისიდან მიიღოს მონაწილეობა პროგრამის გეგმური ამბულატორიის კომპონენტში, ვალდებულია, 2020 წლის 1 თებერვლამდე განმახორციელებელთან წარადგინოს ინფორმაცია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციალური კითხვარის შესაბამისად; გ) თუ ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი კითხვარის ანალიზის შედეგად დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კითხვარით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაწესებულებას ეძლევა ვადა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ვალდებულია, განმეორებით, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 აპრილისა, წარუდგინოს განმახორციელებელს განახლებული კითხვარი; დ) დაწესებულებებმა გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია, მ. შ. ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უნდა განახორციელონ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა); ე) ბენეფიციარებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან იმ დაწესებულებებში, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებენ ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, ეძლევათ გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ვ) (ამოღებულია - 13.05.2020, №301).

53.სტაციონარული მომსახურების კომპონენტების (რომელთა დაფინანსება 2022 წლის 1 ნოემბრიდან ხორციელდება DRG მეთოდოლოგიით) ფარგლებში დამდგარი შემთხევევები, რომლებიც დასრულდა ან გრძელდება 2022 წლის 1 ნოემბრის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს იმავე პირობებით, რომლითაც დაიწყო მომსახურება.

54.სააგენტო მიმწოდებელთან კოორდინაციით უზრუნველყოფს 2022 წლის 1 ნოემბრამდე გეგმურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცლის (რომლის დაფინანსება 2022 წლის 1 ნოემბრიდან ხორციელდება DRG მეთოდოლოგიით) ჩანაცვლებას, მათი ვადის ამოწურვამდე.

55.მე-19 მუხლის 13 1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.

56.სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 55-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, სტატუსის შეჩერებიდან 6 თვის შემდეგ მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.

57.ამ დადგენილების 5 7 მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.

58.სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 57-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია,  აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.

59.დადგენილების 3 2 მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.

60.სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 59-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.

61.ამ დანართის მე-19 მუხლის 9 1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.

62.სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 61-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, სტატუსის შეჩერებიდან 6 თვის შემდეგ მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე, შესაბამისი განცხადებით.

63.ამ დანართის მე-19 მუხლის 25 10 პუნქტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 21.03.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 16.07.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის დადგენილება №228 – ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277  – ვებგვერდი, 10.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის დადგენილება №420 – ვებგვერდი, 01.07.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №480 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №586 - ვებგვერდი, 20.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №394 - ვებგვერდი, 15.08.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №446 – ვებგვერდი, 06.10.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 03.11.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 17.04.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №149 – ვებგვერდი, 28.03.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივნისის დადგენილება №273 – ვებგვერდი, 12.06.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის დადგენილება №15- ვებგვერდი, 10.01.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის დადგენილება №175 – ვებგვერდი, 18.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის დადგენილება №289 – ვებგვერდი, 05.05.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მაისის დადგენილება №301 – ვებგვერდი, 14.05.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №555 - ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №389 – ვებგვერდი, 02.08.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 29.03.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის დადგენილება №72 – ვებგვერდი, 21.02.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №429 – ვებგვერდი, 31.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №435 – ვებგვერდი, 08.11.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №530 – ვებგვერდი, 29.12.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 01.03.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის დადგენილება №118 - ვებგვერდი, 03.04.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №345 - ვებგვერდი, 17.10.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 31.12.2024წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 თებერვლის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.02.2026წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
442214171919603210 (დ…6 (და…22 (დ…23 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაყოველთაო ჯანდაცვაზე …ჯანმრთელობის დაცვის შე…ფსიქიკური ჯანმრთელობის…პაციენტის უფლებების შე…ფსიქიკური აშლილობის მქ…საექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა