1.გეგმური ამბულატორიული და გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გაუწიოს დაზღვეულს სამედიცინო მომსახურება მხოლოდ მას შემდეგ , რაც დაზღვეული წარუდგენს მას სადაზღვევო პოლისს / ხელშეკრულებას , პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და საგარანტიო წერილს . ამ უკანასკნელის წარდგენა სავალდებულო არ არის კაპიტაციური წესით და გლობალური ბიუჯეტით დაფინანსების შემთხვევაში .
2.გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენას უთანაბრდება შეტყობინება .
3.მიმწოდებელი ვალდებულია გეგმური სამედიცინო მომსახურება გაუწიოს დაზღვეულს საგარანტიო წერილში დაფიქსირებული მოცულობითა და ოდენობით . თუ დაზღვეულს , მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე , ესაჭიროება დამატებითი სამედიცინო მომსახურების გაწევა , მიმწოდებელი ვალდებულია ეს მომსახურება გაწიოს მხოლოდ მზღვეველთან შეთანხმების შემდეგ . ამ დროს , მხარეთა შეთანხმების საფუძველზე , მზღვეველის მიერ გაიცემა ახალი საგარანტიო წერილი .
4.თუ დაზღვეული მიმწოდებლიდან გაწერის შემდეგ იმავე დიაგნოზით ან მდგომარეობის გართულებით განმეორებით მოთავსდა იმავე მიმწოდებელთან და თუ გამოვლინდა , რომ რეჰოსპიტალიზაცია ან / და სადაზღვევო ლიმიტის ამოწურვა წინა პერიოდში ჩატარებული არასრული ან არასწორი მკურნალობის შედეგია , ასეთ შემთხვევებში მზღვეველი თავისუფლდება შემდგომი მკურნალობის ღირებულების გადახდის ვალდებულებისაგან და ასეთი ხარჯებისათვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თავად სამედიცინო დაწესებულებას . ამასთანავე , თუ რეჰოსპიტალიზაცია მოხდა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში , მზღვეველი ანაზღაურებს მკურნალობის ამ ეპიზოდის ხარჯებს . მზღვეველი უფლებამოსილია რეჰოსპიტალიზაციის გამომწვევ მიმწოდებელს არ აუნაზღაუროს ან უკან დაიბრუნოს ამ მიმწოდებელთან გაწეული ხარჯები , კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .
5.(ამოღებულია - 19.09.2012,№399).
6.(ამოღებულია - 19.09.2012,№399).
7.მზღვეველი და მიმწოდებელი ვალდებულნი არიან მათ შორის შეთანხმების მოქმედების ვადაში აღებული ვალდებულებები შეასრულონ ამ შეთანხმებით განსაზღვრული პირობებით . საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 1 7 აგვისტოს დადგენილება № 33 4 - ვებგვერდი, 17.08.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №399 - ვებგვერდი, 20.09.2012წ.

