1.დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადებას ყველა საჭირო დოკუმენტებით იხილავს და გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს უწყებათაშორისი კომისია.
2.თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და მაძიებელი აკმაყოფილებს დახმარების დანიშვნის პირობებს, მიიღება გადაწყვეტილება დახმარების დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე.
3.დახმარება ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დახმარების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.
4.ორი ან მეტი საფუძვლით დახმარების მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, პირს დახმარება ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.
5.თუ ამ წესის მე-5 მუხლის 2 2 და 2 3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა რამდენიმე მაძიებელს, დახმარება ენიშნება მხოლოდ ერთ პირს, სააგენტოში წარდგენილი განცხადების რიგითობის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №519 - ვებგვერდი, 08.10.2015წ.

