შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 6 (დანართი 1). დახმარების დასანიშნად მიმართვა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 10 იან. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.

2.განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ყველა მაძიებლისათვის: ა.ა) მაძიებლის მომართვის შემთხვევაში - მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ბ) კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მაძიებლისა და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის - დამატებით წარმოსადგენია სასა­მარ­თლოს კანონიერ ძა­ლა­ში შესული გადაწყვეტილება (ორიგინალი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი), რომლითაც ამ წესის მე-5 მუხლის მესამე პუნქტით დადგენილი მიზნისთვის განსაზღვრულია ყოველთვიური ფულადი გასაცემლის ოდენობა; გ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და 2 4 პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარმოსადგენია: გ.ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ორიგინალი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ.ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში – საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანება ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულ იქნება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა; გ.გ) საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანების არარსებობის შემთხვევაში – ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებულ იქნება მიზეზობრივი კავშირი – პროფესიული დაავადება ან შრომითი დასახიჩრება და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (პროცენტებში), მიუხედავად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უბედური შემთხვევის აქტი, სადაც მითითებულ იქნება დამსაქმებლის ბრალეულობა (მხოლოდ შრომითი დასახიჩრების შემთხვევაში); დ) ამ წესის მე-5 მუხლის 2 1 პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარმოსადგენია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება(ები) (ორიგინალი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლები) სარჩოს დანიშვნის ან/და სარჩოს გადახდის შეწყვეტის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-5 მუხლის 2 1 პუნქტით განსაზღვრული პირისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ დგინდება დანიშნული სარჩოს ოდენობა, დამატებით წარმოსადგენია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო მასალებში დაცული (სათანადო წესით დამოწმებული) დოკუმენტაცია/ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა; ე) ამ წესის მე-5 მუხლის 2 3 პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარსადგენია ჭიათურის ადგილობრივ არქივში დაცული ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენალის დაკარგვის გამო და დადასტურებული იქნება „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ მიღება 2006 წლის განმავლობაში; ვ) ამ წესის მე-5 მუხლის 2 5 პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარსადგენია ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება მიზეზობრივი კავშირი – პროფესიული დაავადება ან შრომითი დასახიჩრება და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (პროცენტებში), მიუხედავად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უბედური შემთხვევის აქტი, სადაც მითითებული იქნება დამსაქმებლის ბრალეულობა (მხოლოდ შრომითი დასახიჩრების შემთხვევაში).

3.ამ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეზე და სანდოობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტების წარმდგენ პირს, კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილება №176 – ვებგვერდი, 20.02.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 ივნისის დადგენილება №263 – ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №460 – ვებგვერდი, 08.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
775363¹⁵363¹⁴111020²58526137 (და…6 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოს“მიზნობრივი სოციალური …უძრავ ნივთებზე უფლებათ…შრომითი მოვალეობის შეს…,,მეწარმეთა და არასამე…ხელშეკრულება საქართველ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა