1.კომისიის სხდომები და მიღებული გადაწყვეტილებები პირისათვის დახმარების დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს კომისიის სხდომის ხელმოწერილი ოქმი.
2.კომისიის მდივანი ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის სხდომის ოქმს. ხელმოწერილი სხდომის ოქმის დამოწმებული ასლ(ებ)ი და კომისიის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი მასალები ეგზავნება (უბრუნდება) სააგენტოს.
3.სააგენტო უზრუნველყოფს პირთა ინფორმირებას დახმარების დანიშვნის შესახებ.

