სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 8 (დანართი 1). გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 26 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

1¹.იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა 2024 წლის 1 თებერვლის შემდეგ, სოციალური პაკეტის მიღებაზე უფლების დადგენის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადასტურებას ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომელზეც წვდომა ხორციელდება სააგენტოსა და ელექტრონული სისტემის მესაკუთრეს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად.

2.თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და მაძიებელი აკმაყოფილებს სოციალური პაკეტის დანიშვნის პირობებს, სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის არდანიშვნის თაობაზე. განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში არსებული მონაცემები დარდება სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასა და აგრეთვე ელექტრონულ სისტემაში დაცულ მონაცემებთან, 2024 წლის 1 თებერვლიდან შემდგომ პერიოდში ჩატარებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგად დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადასტურების მიზნით.

3.სოციალური პაკეტი ინიშნება: ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს; ა 1 ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის 2024 წლის 1 თებერვლის შემდეგ დადგენის შემთხვევაში, სოციალური პაკეტი ინიშნება განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ინფორმაცია ასახულია ელექტრონულ სისტემაში და განცხადება წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს; ბ) სოციალური პაკეტის უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე; გ) ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში − გარდაცვალების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი სააგენტოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სოციალური პაკეტი დაინიშნება საერთო წესით, განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

4.თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს სოციალური პაკეტი შეუწყდება შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის მოქმედების ვადის გასვლის გამო, სოციალური პაკეტის შეწყვეტის თვიდან მომდევნო 3 თვის ვადაში შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის დადგენისა (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის 2024 წლის 1 თებერვლიდან შემდგომ პერიოდში გავლის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვისას) და ამავე ვადაში განცხადებითა და საჭირო დოკუმენტით სააგენტოში მიმართვის შემთხვევაში, სოციალური პაკეტი დაენიშნება საერთო წესის შესაბამისად და დამატებით მიეცემა შეწყვეტილი სოციალური პაკეტის თვიდან მიუღებელი თანხები, დანიშნული გასაცემლის ოდენობის შესაბამისად. ამ ვადის გასვლის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნა და ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი პირობების შესაბამისად.

5.თუ ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით შეწყვეტილი სოციალური პაკეტის შემთხვევაში მაძიებელი სოციალური პაკეტის შეწყვეტის თვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში მიმართავს სააგენტოს განცხადებით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე და დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტთან (ინფორმაციასთან) ერთად წარადგენს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლის/დაკარგვის პერიოდში ან სტატუსის მოქმედების ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საპატიო მიზეზის (საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნა) დამადასტურებელ დოკუმენტებს, სოციალური პაკეტი დაენიშნება საერთო წესის შესაბამისად და აუნაზღაურდება შეწყვეტის თვიდან, დანიშნული სოციალური პაკეტის ოდენობის შესაბამისად. ამ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნა და ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი პირობების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №683 - ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №566 - ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 იანვრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 23.01.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 17.01.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №460 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12¹12²1412137 (და…6 (და…10 (დ…5¹7 (და…15⁸3 (და…8 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსოციალური პაკეტის განს…სოციალური დახმარების შ…“მიზნობრივი სოციალური …შრომითი მოვალეობის შეს…ახალი კორონავირუსით (S…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა