აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 18 (დანართი 1). კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 17 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს კომიტეტს, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არანაკლებ 2 000 ამომრჩეველს.

2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ ამ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონის მიღების სხვა წესი.

3.უმაღლესი საბჭოს   სხვა გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების სხვა წესი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 24 მაი. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 20 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8 (და…19 (დ…28 (დ…457011484102108912418 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა