აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 84. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებით და უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენით, მათ შორის ოფიციალური ელექტრონული რესურსების გამოყენებით.

2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არანაკლებ 2000 ამომრჩეველს.

3.მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა უფლებამოსილი, უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონისა და მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტები.

4.მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრი, კომიტეტი, ფრაქცია არის უფლებამოსილი, უმაღლეს საბჭოს წარუდგინონ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი.

5.კანონპროექტი, რომლის ავტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, არ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს უმაღლესი საბჭოს წევრმა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18 (დ…4570727415181061089099412484
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა