აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 70. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 25 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებით და უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენით, მათ შორის ოფიციალური ელექტრონული რესურსების გამოყენებით.

2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-9 მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 7 000 მოქალაქეს.

3.მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა უფლებამოსილი უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტი. მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა უფლებამოსილი უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი.

4.მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრი, კომიტეტი, ფრაქცია არის უფლებამოსილი, უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი.

5.კანონპროექტი, რომლის ავტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, არ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს უმაღლესი საბჭოს წევრმა, უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ ან უმაღლესი საბჭოს კომიტეტმა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 26 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18 (დ…4513986897284108899159470
მითითებამნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა