Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 38

პროკურატურის შესახებ

მუხლი 38. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹5678910111213141516

1.პროკურატურის მუშაკი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2.დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პროკურატურის მუშაკი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად.

3.პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ მთავარი პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს მთავარი პროკურატურა. [ 3. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, გარდა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებისა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.

3¹.პროკურატურის მუშაკის (გარდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა) მიერ ჩადენილ იმ დანაშაულს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორის მიერ ჩადენილ იმ დანაშაულს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, იძიებს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] 4. პროკურატურის მუშაკის მიმართ საქმის გამოძიების პერიოდში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურის მუშაკს დაკავებული თანამდებობიდან დადგენილი წესით გადააყენებს მთავარი პროკურორი.

5.პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა; დ) თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) პროკურატურიდან დათხოვნა.

6.დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის მუშაკის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. პროკურატურის მუშაკის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნა ხდება ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად. პროკურატურის მუშაკის მიერ გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნის საკითხს წყვეტს მთავარი პროკურორი ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7.მთავარი პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი.

8.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს უფლება აქვთ, გამოიყენონ შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა ან საყვედური.

9.თუ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის აუცილებელია იმ დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომლის დადებაც მხოლოდ მთავარი პროკურორის კომპეტენციას განეკუთვნება, პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებას შესაბამისი დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე.

10.პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

11.მთავარი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს, შეამსუბუქოს ან დაამძიმოს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

12.დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით, ამ კანონის 8 1 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო ამავე კანონის 9 2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით. პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ მუშაკს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება/საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში ინახება.

13.პროკურატურის მუშაკი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია ერთი წელი და მას არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი.

14.პროკურატურის მუშაკს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით/გადაწყვეტილებით. ეს ბრძანება/გადაწყვეტილება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ მუშაკს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება/გადაწყვეტილება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში ინახება.

15.პროკურატურის მუშაკისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში ბრძანების გამოცემიდან 30 დღის ვადაში, ხოლო საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურორისათვის/მისი მოადგილისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ – სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში.

16.დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას. საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1017 - სსმ I, №4, 12.03.2009 წ., მუხ.17 საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №659 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის კანონი №4300 - ვებგვერდი, 28.09.2015წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3275 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 თებ. 2009 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ნოე. 2018 · №19

  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 3პროკურატურის ამოცანები
  • 35პროკურატურის მუშაკის სამართლებრივი დაცვა
  • 40პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა

პროკურატურის შესახებ

  • 76პროკურატურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა
  • 15გენერალური პროკურორი
  • 4პროკურატურის ამოცანები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი
  • 37გამომძიებელი

პოლიციის შესახებ

  • 59პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 235საპროკურორო ზედამხედველობა კანონების შესრულებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისას

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 49საპროკურორო ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3354023565333759497615438
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებპოლიციის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ნოე. 2018 · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026