Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 76

პროკურატურის შესახებ

მუხლი 76. პროკურატურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ორგანიზებული დანაშაული და კანონიერი ქურდისამედიცინო სისხლის სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920212223242526

1.პროკურატურის თანამშრომელი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2.პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს გენერალური პროკურორი.

3.პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად იძიებს საქართველოს პროკურატურა.

4.დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პროკურატურის თანამშრომელი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად.

5.პროკურატურის თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში უფლებამოსილების შეჩერების საკითხს წყვეტს გენერალური პროკურორი.

6.პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი.

7.დისციპლინური გადაცდომა იყოფა კატეგორიებად: ა) მსუბუქი გადაცდომა; ბ) საშუალო გადაცდომა; გ) მძიმე გადაცდომა.

8.პროკურატურის თანამშრომლის მიერ: ა) კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ გადაცდომად; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად; გ) პროკურატურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა ფასდება მძიმე გადაცდომად; დ) კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ფასდება მძიმე გადაცდომად.

9.დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) უფრო დაბალ რანგზე გადაყვანა; ე) დაქვეითება; ვ) დათხოვნა.

10.პროკურატურის თანამშრომლის მიერ: ა) კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება შენიშვნა ან საყვედური; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება შენიშვნა, საყვედური ან თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; გ) შეუფერებელი საქციელის ჩადენა ფასდება მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება საყვედური, უფრო დაბალ რანგზე გადაყვანა, თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით ან პროკურატურიდან დათხოვნა; დ) კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა მიიჩნევა მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება საყვედური, უფრო დაბალ რანგზე გადაყვანა, თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით ან პროკურატურიდან დათხოვნა.

11.პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

12.დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებულზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელი.

13.პროკურატურის თანამშრომლის მიერ ორი ან მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დისციპლინური სახდელის სახედ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პროკურატურიდან დათხოვნა.

14.გენერალური პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს პროკურატურის თანამშრომლის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

15.დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის თანამშრომლის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი.

16.პროკურატურის თანამშრომლის მიერ განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პროკურატურიდან მისი დათხოვნის საკითხს წყვეტს გენერალური პროკურორი, ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

17.დისციპლინური სახდელის დადება ხდება გენერალური პროკურორის ბრძანებით, გარდა ამ კანონით დადგენილი იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებს საპროკურორო საბჭო. გენერალური პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს განკარგულება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ თანამშრომელს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გენერალური პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს განკარგულება ინახება პროკურატურის თანამშრომლის პირად საქმეში.

18.პროკურატურის თანამშრომელი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია 1 წელი და მას არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი.

19.დისციპლინური სახდელის სახედ დაქვეითების ან უფრო დაბალ რანგზე გადაყვანის გამოყენების შემთხვევაში სახდელის მოხდის ვადის გასვლა არ იწვევს სახდელის დადებამდე არსებული თანამდებობრივი მდგომარეობისა და რანგის აღდგენას.

20.დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გენერალური პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ბრძანების/განკარგულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

21.დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების/განკარგულების გასაჩივრება არ იწვევს გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას.

22.სახდელდადებული პროკურატურის თანამშრომლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ღონისძიებები, გარდა ამ კანონის 78-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებისა.

23.სახდელდადებულ პროკურატურის თანამშრომელს: ა) არ ენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება; ბ) არ ემატება რანგი ანდა კლასი; გ) არ მიეცემა სახელფასო დანამატი.

24.დაუშვებელია სახდელდადებული პროკურატურის თანამშრომლის დაწინაურება.

25.პროკურატურის თანამშრომელს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით/განკარგულებით. ეს ბრძანება/განკარგულება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ თანამშრომელს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო.

26.დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება/განკარგულება ინახება პროკურატურის თანამშრომლის პირად საქმეში. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №665 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1339 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. პროკურატურის თანამშრომელი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით. 2. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს გენერალური პროკურორი. 3. პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად იძიებს საქართველოს პროკურატურა.პროკურატურა, გარდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამონაკლისისა. 4. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პროკურატურის თანამშრომელი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად. 5. პროკურატურის თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში უფლებამოსილების შეჩერების საკითხს წყვეტს გენერალური პროკურორი. 6. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი. 7. დისციპლინური გადაცდომა იყოფა კატეგორიებად: ა) მსუბუქი გადაცდომა; ბ) საშუალო გადაცდომა; გ) მძიმე გადაცდომა. 8. პროკურატურის თანამშრომლის მიერ: ა) კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ გადაცდომად; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად; გ) პროკურატურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა ფასდება მძიმე გადაცდომად; დ) კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ფასდება მძიმე გადაცდომად. 9. დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) უფრო დაბალ რანგზე გადაყვანა; ე) დაქვეითება; ვ) დათხოვნა. 10. პროკურატურის თანამშრომლის მიერ: ა) კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება შენიშვნა ან საყვედური; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება შენიშვნა, საყვედური ან თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; გ) შეუფერებელი საქციელის ჩადენა ფასდება მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება საყვედური, უფრო დაბალ რანგზე გადაყვანა, თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით ან პროკურატურიდან დათხოვნა; დ) კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა მიიჩნევა მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება საყვედური, უფრო დაბალ რანგზე გადაყვანა, თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით ან პროკურატურიდან დათხოვნა. 11. პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი. 12. დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებულზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელი. 13. პროკურატურის თანამშრომლის მიერ ორი ან მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დისციპლინური სახდელის სახედ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პროკურატურიდან დათხოვნა. 14. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს პროკურატურის თანამშრომლის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. 15. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის თანამშრომლის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. 16. პროკურატურის თანამშრომლის მიერ განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პროკურატურიდან მისი დათხოვნის საკითხს წყვეტს გენერალური პროკურორი, ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 17. დისციპლინური სახდელის დადება ხდება გენერალური პროკურორის ბრძანებით, გარდა ამ კანონით დადგენილი იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებს საპროკურორო საბჭო. გენერალური პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს განკარგულება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ თანამშრომელს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გენერალური პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს განკარგულება ინახება პროკურატურის თანამშრომლის პირად საქმეში. 18. პროკურატურის თანამშრომელი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია 1 წელი და მას არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი. 19. დისციპლინური სახდელის სახედ დაქვეითების ან უფრო დაბალ რანგზე გადაყვანის გამოყენების შემთხვევაში სახდელის მოხდის ვადის გასვლა არ იწვევს სახდელის დადებამდე არსებული თანამდებობრივი მდგომარეობისა და რანგის აღდგენას. 20. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გენერალური პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ბრძანების/განკარგულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში. 21. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების/განკარგულების გასაჩივრება არ იწვევს გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას. 22. სახდელდადებული პროკურატურის თანამშრომლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ღონისძიებები, გარდა ამ კანონის 78-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებისა. 23. სახდელდადებულ პროკურატურის თანამშრომელს: ა) არ ენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება; ბ) არ ემატება რანგი ანდა კლასი; გ) არ მიეცემა სახელფასო დანამატი. 24. დაუშვებელია სახდელდადებული პროკურატურის თანამშრომლის დაწინაურება. 25. პროკურატურის თანამშრომელს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით/განკარგულებით. ეს ბრძანება/განკარგულება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ თანამშრომელს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. 26. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება/განკარგულება ინახება პროკურატურის თანამშრომლის პირად საქმეში. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №665 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1339 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
  2. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 13 იან. 2022
  3. 8 ივლ. 2021· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2021
წინა მუხლი 75შემდეგი მუხლი 77

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პროფესიული გადაცდომა და დისციპლინური პასუხისმგებლობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჯგუფური დანაშაული (დაცვა)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №16

1
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2025-06-25
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 78

მიუთითებენ მასზე

მუხლი 81

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 77დისციპლინური წარმოება
  • 4პროკურატურის ამოცანები
  • 15გენერალური პროკურორი

პოლიციის შესახებ

  • 59პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა
  • 59¹დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური სამართალწარმოება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი
  • 37გამომძიებელი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 72³პროკურატურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა
  • 75¹მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 37მოსამსახურის პასუხისმგებლობა

სამხედრო პროკურატურის შესახებ

  • 6სამხედრო პროკურატურის ორგანოები კანონით დადგენილი წესით იხილავენ საჩივრებს, წინადადებებსა და განცხადებებს.
  • 12სამხედრო პროკურატურის ორგანოების სისტემას ხელმძღვანელობს მთავარი სამხედრო პროკურორი.

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
333772³75¹5959¹3778817741561276
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებპოლიციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საერთო სასამართლოების …საქართველოს სახელმწიფო…სამხედრო პროკურატურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026