1.მთავარ პროკურატურას და პროკურატურის სხვა ორგანოებს აქვთ მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და პროკურატურის დასახელებით.
2.მთავარი პროკურორისათვის დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას გასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
3.პროკურატურის სხვა მუშაკებს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას აძლევს მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე.
4.(ამოღებულია - 30.05.2013, №659). საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №659 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის კანონი №4300 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.

