საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

მუხლი 13. მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი.

2.მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბეჭდებზე (გარდა პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე გამოსაყენებელი ბეჭდებისა) და შტამპებზე: ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოები; ბ) ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის, ის ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებსაც დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობებზე და მათი მოხელეების სამუშაო ოთახებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი.

4.სამხედრო ხომალდებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე გამოისახება მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი.

5.ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე (გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა) შესაბამისი სახელმწიფო გერბის გამოსახვა სავალდებულოა.

6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აღნიშნული ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნუსხა, რომლებზედაც სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოსახვა სავალდებულოა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იყენებენ მცირე სახელმწიფო გერბს. საქართველოს 2025  წლის 6 თებევლის კანონი №268 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი. 2. მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბეჭდებზე (გარდა პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე გამოსაყენებელი ბეჭდებისა) და შტამპებზე: ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოები; ბ) ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის, ის ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებსაც დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობებზე და მათი მოხელეების სამუშაო ოთახებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი. 4. სამხედრო ხომალდებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე გამოისახება მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი. 5. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე (გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა) შესაბამისი სახელმწიფო გერბის გამოსახვა სავალდებულოა. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აღნიშნული ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნუსხა, რომლებზედაც სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოსახვა სავალდებულოა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იყენებენ მცირე სახელმწიფო გერბს. საქართველოს 2025  წლის 6 თებევლის კანონი №268 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 10 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 24 თებ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 6 თებ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9833112101523111213
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო მნიშვნელობი…საქართველოს სახელმწიფო…ნოტარიატის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა