სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

მუხლი 10. სოციალური გარანტიები

რედაქცია №57 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2.სპეციალური წოდებისათვის შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების წარდგინებით შეიძლება შემოღებულ იქნეს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები და განმასხვავებელი ნიშნები. ცალკეული სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებსა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2¹.ცალკეული სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა განმასხვავებელი ნიშნების აღწერილობასა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.

4.უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1260 – ვებგვერდი, 01.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4325 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. სპეციალური წოდებისათვის შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების წარდგინებით შეიძლება შემოღებულ იქნეს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები და განმასხვავებელი ნიშნები. ცალკეული სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებსა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2 1 . ცალკეული სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა განმასხვავებელი ნიშნების აღწერილობასა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში. 4. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1260 – ვებგვერდი, 01.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4325 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №41 · ძალაშია 7 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹³8¹10³15³228¹473463149272810
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო დაცვის სპეც…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…შემოსავლების სამსახური…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №57 · ბოლოს შემოწმდა