1.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის განთავისუფლებას როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელისაგან, აგრეთვე საურავისაგან.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სახდელის და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე.
