საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 16¹. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა (თეორიული ან/და პრაქტიკული).

2.შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენისათვის მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3.ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ: ა) მან გაიარა სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვებით „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა); ბ) იგი აკმაყოფილებს მართვის უფლების მინიჭებისათვის ამ მუხლის მე-5−მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს; გ) გასულია მართვის უფლების შეჩერების ვადა; დ) არ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი; ე) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

4.„A“, „B“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული ის პირი, რომელსაც არ გაუვლია სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში.

5.სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი: ა) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი; ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის: ბ.ა) 21 წელი, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ.ბ) 24 წელი, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება; გ) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი; დ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი; ე) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი; ვ) „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 18 წელი; ზ) „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი; თ) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი; ი) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 24 წელი; კ) „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის −17 წელი; ლ) „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის −18 წელი; მ) ტრამვაისათვის − 21 წელი.

6.„C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

7.„C“ და „D“ კატეგორიების, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ (ამ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების დრო).

8.„C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

9.„D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

10.„BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

11.„CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

12.„DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

13.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გარემოებათა არსებობისას სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე შეჩერებული მართვის უფლების აღდგენისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

14.ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნებიც.

15.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი შეიძლება შეუმცირდეს ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2011 – 1 მარ. 2014 ტექსტი უცნობია

  2. 24 დეკ. 2010 – 1 იან. 2011 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2009 – 24 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

  4. 10 აპრ. 2007 – 1 იან. 2009 ტექსტი უცნობია

  5. 15 ოქტ. 2005 – 10 აპრ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63³63²63⁵90¹⁰30030985³55585716¹
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სარკინიგზო…სააღსრულებო წარმოებათა…