საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

მუხლი 5³. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელების წესი, შესაბამისი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ყოველი ასეთი დოკუმენტის მოთხოვნა და სანებართვო პირობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.

2.საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის განხორციელების წესი, მათ შორის, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ცალკეულ მარშრუტებზე მხოლოდ M 3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების წესი, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ეს წესი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4200 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.11 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4122 - სსმ I,№76, 29.12.2010წ., მუხ.507 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1914 - ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №40 · ძალაშია 1 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 20 დეკ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017
  3. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

    5³ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი საბუთები ახლა მოითხოვება 5¹ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის.

  4. 5³ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობასთან ერთად მოთხოვნილი დამადასტურებელი დოკუმენტი შეიცვალა: წლიური ტექნიკური დათვალიერების საბუთების ნაცვლად დასახელებულია გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში.

  5. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    5³ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ფლობისა და ტექნიკური დათვალიერების საბუთების წარდგენის მოთხოვნას დაემატა გამონაკლისი უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

  6. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

    ნებართვის მაძიებლის დამატებითი დოკუმენტების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად შემცირდა და მიება ახალ სანებართვო საქმიანობებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹139²127¹1555¹108596646175³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს საჰაერო კო…ნარჩენების იმპორტის, ე…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა