საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 19. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია: ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ჩამორთმევა; გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამორთმევა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.

2.ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია: ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი; ბ) ამ კანონის 17 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობა; გ) პირის გარდაცვალება; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.

3.სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება და შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. თავი V. საგზაო მოძრაობის წესები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მექანიკურამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია: ა) სამედიცინო დასკვნა მძღოლისპირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისსაქართველოს შესახებ,კანონმდებლობით რაცგანსაზღვრულ შეუძლებელსმექანიკურ ხდისსატრანსპორტო მექანიკურისაშუალებათა სატრანსპორტომართვისათვის საშუალებისსაჭირო უსაფრთხოდჯანმრთელობის მართვას;მდგომარეობის ბ)მოთხოვნებთან მექანიკურიშეუსაბამობა; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;წესით ჩამორთმევა; გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.წესით ჩამორთმევა; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა. 2. მექანიკურამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია: ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი; ბ) ამ კანონის 17 1 მუხლის მე-3მე-2 პუნქტით განსაზღვრულიგანსაზღვრულ გარემოებებისგარემოებათა არსებობა; გ) პირის გარდაცვალება.გარდაცვალება; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა. 3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება და შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულიგანსაზღვრულ გარემოებისგარემოებათა არსებობისას პირს ეკრძალება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე. შეჩერებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ. თავი VV. საგზაო მოძრაობის წესები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 1 მარ. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აგვ. 2012 – 1 მარ. 2014 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2011 – 25 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

  3. 24 დეკ. 2010 – 1 იან. 2011 ტექსტი უცნობია

  4. 1 იან. 2009 – 24 დეკ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2014
  2. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90¹⁰30030302179542659581328 (დ…19
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს გარემოს და…საავტომობილო გზების შე…სააღსრულებო წარმოებათა…