Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებმუხლი 20

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 20. მძღოლის ზოგადი მოვალეობები

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან ჰქონდეს: ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა; ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები; გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განმკარგულებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

2.მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლს და მგზავრს აუცილებლად უნდა ეხუროთ შეკრული მოტოჩაფხუტი.

3.საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში მონაწილე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) თან ჰქონდეს საგზაო მოძრაობის შესახებ კონვენციის შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტები და მძღოლის მოწმობა; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დაამაგროს იმ სახელმწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები, სადაც ეს ტრანსპორტია რეგისტრირებული.

4.სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა, მისი საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის შესახებ ძირითადი დებულებების შესაბამისად; ა 1 ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა ავტომაგისტრალზე, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის და ქალაქების ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზებისა; ბ) არ იმოძრაოს მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, მისაბმელი მოწყობილობის (მატარებლის შემადგენლობაში) გაუმართაობისას, დღე-ღამის ბნელ დროს მწყობრიდან გამოსული ჩამქრალი ფარებით (ან მათ გარეშე) და უკანა საგაბარიტო სინათლეებით გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება, ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აგრეთვე მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას ნისლის, წვიმის ან თოვის დროს; გ) გზაში სხვა გაუმართაობის წარმოქმნისას, რომლის დროსაც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, აღმოფხვრას იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – წაიყვანოს ტრანსპორტი სადგომში ან სარემონტო ადგილზე სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომის გათვალისწინებით.

5.საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისას მძღოლი ვალდებულია საგზაო პოლიციელის მოთხოვნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და წარუდგინოს მას: ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა; ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები; გ) (ამოღებულია).

6.თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაშია, საგზაო პოლიციელის მოთხოვნით მან უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად.

7.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ჩართოს საავარიო მაშუქი სიგნალიზაცია; ბ) მიიღოს საჭირო ზომები დაშავებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გამოიყენოს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება, აცნობოს იქ თავისი გვარი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სახელმწიფო) ნომერი (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მძღოლის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე; გ) გაათავისუფლოს სავალი ნაწილი, თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა შეუძლებელია; დ) სავალი ნაწილის გათავისუფლების, დაშავებულის საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის აუცილებლობის შემთხვევაში, მოწმეთა თანდასწრებით, წინასწარ დააფიქსიროს სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, შემთხვევასთან დაკავშირებული ნაკვალევი და საგნები, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მათი შენარჩუნებისა და შემთხვევის ადგილის შემოსაზღვრისათვის; ე) მომხდარის შესახებ აცნობოს პოლიციას, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები და დაელოდოს პოლიციის (საგზაო პოლიციელის) მოსვლას.

8.თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საგზაო პოლიციის უახლოეს საგუშაგოზე ან პოლიციის ორგანოში ამ ფაქტის გასაფორმებლად.

9.მძღოლს ეკრძალება: ა) მართოს სატრანსპორტო საშუალება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებისას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ანდა ავადმყოფობისას, რაც ქმნის მოძრაობის უსაფრთხოების საშიშროებას; ა 1 ) სატრანსპორტო საშუალების მართვისას ისარგებლოს მობილური კომუნიკაციის საშუალებით, აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი აქვს სატრანსპორტო საშუალების საჭესა და სიჩქარეთა გადამრთველზე; ბ) გადასცეს სატრანსპორტო საშუალება სამართავად პირს, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან განიცდის იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც თან არა აქვს მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი მძღოლის მოწმობა. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №206 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.67 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1747 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.248

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან ჰქონდეს: ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა; ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები; გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განმკარგულებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. 2. მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლს და მგზავრს აუცილებლად უნდა ეხუროთ შეკრული მოტოჩაფხუტი. 3. საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში მონაწილე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) თან ჰქონდეს საგზაო მოძრაობის შესახებ კონვენციის შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტები და მძღოლის მოწმობა; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დაამაგროს იმ სახელმწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები, სადაც ეს ტრანსპორტია რეგისტრირებული. 4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა, მისი საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის შესახებ ძირითადი დებულებების შესაბამისად; ა 1 ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა ავტომაგისტრალზე, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის და ქალაქების ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზებისა; ბ) არ იმოძრაოს მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, მისაბმელი მოწყობილობის (მატარებლის შემადგენლობაში) გაუმართაობისას, დღე-ღამის ბნელ დროს მწყობრიდან გამოსული ჩამქრალი ფარებით (ან მათ გარეშე) და უკანა საგაბარიტო სინათლეებით გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება, ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აგრეთვე მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას ნისლის, წვიმის ან თოვის დროს; გ) გზაში სხვა გაუმართაობის წარმოქმნისას, რომლის დროსაც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, აღმოფხვრას იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – წაიყვანოს ტრანსპორტი სადგომში ან სარემონტო ადგილზე სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომის გათვალისწინებით. 5. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისას მძღოლი ვალდებულია საგზაო პოლიციელის მოთხოვნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და წარუდგინოს მას: ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა; ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები; გ) (ამოღებულია). 6. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაშია, საგზაო პოლიციელის მოთხოვნით მან უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად. 7. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ჩართოს საავარიო მაშუქი სიგნალიზაცია; ბ) მიიღოს საჭირო ზომები დაშავებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გამოიყენოს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება, აცნობოს იქ თავისი გვარი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სახელმწიფო) ნომერი (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მძღოლის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე; გ) გაათავისუფლოს სავალი ნაწილი, თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა შეუძლებელია; დ) სავალი ნაწილის გათავისუფლების, დაშავებულის საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის აუცილებლობის შემთხვევაში, მოწმეთა თანდასწრებით, წინასწარ დააფიქსიროს სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, შემთხვევასთან დაკავშირებული ნაკვალევი და საგნები, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მათი შენარჩუნებისა და შემთხვევის ადგილის შემოსაზღვრისათვის; ე) მომხდარის შესახებ აცნობოს პოლიციას, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები და დაელოდოს პოლიციის (საგზაო პოლიციელის) მოსვლას. 8. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საგზაო პოლიციის უახლოეს საგუშაგოზე ან პოლიციის ორგანოში ამ ფაქტის გასაფორმებლად. 9. მძღოლს ეკრძალება: ა) მართოს სატრანსპორტო საშუალება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებისას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ანდა ავადმყოფობისას, რაც ქმნის მოძრაობის უსაფრთხოების საშიშროებას; ა 1 ) სატრანსპორტო საშუალების მართვისას ისარგებლოს მობილური კომუნიკაციის საშუალებით, აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი აქვს სატრანსპორტო საშუალების საჭესა და სიჩქარეთა გადამრთველზე; ბ) გადასცეს სატრანსპორტო საშუალება სამართავად პირს, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან განიცდის იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც თან არა აქვს მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი მძღოლის მოწმობა. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №206 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.67 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1747 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.248

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 15 ოქტ. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014
  2. 15 ოქტ. 2005· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2005

    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტში დაემატა მძღოლის ვალდებულება ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მგზავრის მიერ ღვედით სარგებლობა ავტომაგისტრალზე, ხოლო მე-9 პუნქტში — მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობის აკრძალვა ყურსასმენისა და ხმამაღალი საუბრის გამონაკლისით.

  3. 9 ივლ. 2004

    პირველ პუნქტში „გ“ ქვეპუნქტის დოკუმენტის თან ქონის მოთხოვნა დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან ან საქართველოს იურისდიქციის გარეშე ტერიტორიაზე გადასვლასთან; მეორე პუნქტში იგივე „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 დეკ. 2013 · №29

  • 3 ცვლილება · ბოლო 3 იან. 2014
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 21სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. თანამდებობის პირთა ვალდებულებანი
  • 24მგზავრის მოვალეობანი
  • 13სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის ვალდებულებანი

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 21მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები
  • 23მგზავრის ზოგადი მოვალეობები
  • 27საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მოვალეობები

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 3
  • 9

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 63³მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის მისაღებად განსაზღვრული მოთხოვნები
  • 63²მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 29 (დანართი 1)ზოგადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63³63²212413103921232729 (დ…20
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…საქართველოს სარკინიგზო…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 დეკ. 2013 · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026