შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

მუხლი 21. შემოქმედებითი კავშირის გამგეობა

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შემოქმედებითი კავშირის გამგეობა არის მართვის უმაღლესი ორგანო ყრილობებს ( საერთო კრებებს ) შორის პერიოდში , რომელიც წარმართავს კავშირის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის , წესდებისა და ყრილობის ( საერთო კრების ) გადაწყვეტილებათა საფუძველზე . გამგეობას ირჩევს ყრილობა ( საერთო კრება ) 5 წლის ვადით , თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც , ახალი გამგეობის არჩევამდე .

2.გამგეობა : ა ) წარმართავს შემოქმედებითი კავშირის საქმიანობას ; ბ ) ამტკიცებს შემოქმედებითი კავშირის წლიურ ანგარიშს , ადგენს სამუშაო გეგმებსა და აწარმოებს ხარჯთაღრიცხვას ; გ ) ამზადებს ყრილობისათვის ( საერთო კრებისათვის ) მასალებს , იწვევს ყრილობას ( საერთო კრებას ) და ორგანიზაციას უწევს მის ჩატარებას ; დ ) ახორციელებს ამ კანონითა და წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს .

3.გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება , თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარი მაინც . გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით . გამგეობის წევრს , რომელიც არ ესწრება სხდომას , უფლება აქვს წერილობით მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა .

4.შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გამგეობის საქმიანობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისას ერთპიროვნულად ან სარევიზიო კომისიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე იწვევს კავშირის რიგგარეშე ყრილობას ( საერთო კრებას ) , რომელზედაც შეიძლება განხილულ იქნეს გამგეობის ვადამდე გადარჩევის საკითხი . საკითხის განხილვა წესდებით შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობასთან .

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1 . შემოქმედებითი კავშირის გამგეობა არის მართვის უმაღლესი ორგანო ყრილობებს ( საერთო კრებებს ) შორის პერიოდში , რომელიც წარმართავს კავშირის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის , წესდებისა და ყრილობის ( საერთო კრების ) გადაწყვეტილებათა საფუძველზე . გამგეობას ირჩევს ყრილობა ( საერთო კრება ) 5 წლის ვადით , თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც , ახალი გამგეობის არჩევამდე . 2 . გამგეობა : ა ) წარმართავს შემოქმედებითი კავშირის საქმიანობას ; ბ ) ამტკიცებს შემოქმედებითი კავშირის წლიურ ანგარიშს , ადგენს სამუშაო გეგმებსა და აწარმოებს ხარჯთაღრიცხვას ; გ ) ამზადებს ყრილობისათვის ( საერთო კრებისათვის ) მასალებს , იწვევს ყრილობას ( საერთო კრებას ) და ორგანიზაციას უწევს მის ჩატარებას ; დ ) ახორციელებს ამ კანონითა და წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს . 3 . გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება , თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარი მაინც . გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით . გამგეობის წევრს , რომელიც არ ესწრება სხდომას , უფლება აქვს წერილობით მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა . 4 . შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გამგეობის საქმიანობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისას ერთპიროვნულად ან სარევიზიო კომისიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე იწვევს კავშირის რიგგარეშე ყრილობას ( საერთო კრებას ) , რომელზედაც შეიძლება განხილულ იქნეს გამგეობის ვადამდე გადარჩევის საკითხი . საკითხის განხილვა წესდებით შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობასთან .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ოქტ. 2001 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
97820231918374436212221
მითითებამნიშვნელობით ახლოსშემოქმედ მუშაკთა და შე…არასაბანკო სადეპოზიტო …მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს პატენტრწმუ…მეწარმეთა შესახებზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა