1.შემოქმედებითი
კავშირის
უმაღლესი
ორგანოა
კავშირის
წევრთა
ყრილობა
(
საერთო
კრება
)
.
კავშირის
გამგეობა
მორიგ
ყრილობას
(
საერთო
კრებას
)
იწვევს
5
წელიწადში
ერთხელ
მაინც
,
წესდებით
გათვალისწინებული
პერიოდულობით
.
2.ყრილობა
(
საერთო
კრება
)
უფლებამოსილია
,
თუ
მას
ესწრება
შემოქმედებითი
კავშირის
წევრთა
ნახევარზე
მეტი
და
თუ
კავშირის
წესდებით
სხვა
კვორუმი
არ
არის
გათვალისწინებული
.
3.რიგგარეშე
ყრილობა
(
საერთო
კრება
)
შეიძლება
მოწვეულ
იქნეს
შემოქმედებითი
კავშირის
თავმჯდომარის
,
კავშირის
წევრთა
ერთ
მესამედზე
მეტის
ან
სარევიზიო
კომისიის
მოთხოვნით
2
თვის
ვადაში
,
ყრილობის
(
საერთო
კრების
)
დღის
წესრიგის
მითითებით
.
ამასთან
,
მოთხოვნა
რიგგარეშე
ყრილობის
(
საერთო
კრების
)
მოწვევის
შესახებ
დასაბუთებული
უნდა
იყოს
და
გამომდინარეობდეს
კავშირის
საქმიანობაში
აღმოჩენილი
მნიშვნელოვანი
დარღვევის
ან
სხვა
საფუძვლიანი
მოტივაციიდან
.
4.რიგგარეშე
ყრილობის
(
საერთო
კრების
)
მოწვევის
შესახებ
გადაწყვეტილებას
იღებს
გამგეობა
,
ამ
კანონის
21
-
ე
მუხლის
მე
-
4
პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
კი
–
კავშირის
თავმჯდომარე
.
5.ყრილობა
(
საერთო
კრება
)
გადაწყვეტილებას
იღებს
დამსწრეთა
ხმების
უმრავლესობით
,
თუ
შემოქმედებითი
კავშირის
წესდებით
სხვა
რამ
არ
არის
გათვალისწინებული
.
შემოქმედებითი
კავშირის
ქონებასთან
,
კავშირის
რეორგანიზაციასა
და
ლიკვიდაციასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილება
მიიღება
კავშირის
სრული
შემადგენლობის
ხმების
ორი
მესამედით
.
წევრს
,
რომელიც
არ
ესწრება
ყრილობას
(
საერთო
კრებას
)
,
შეუძლია
წერილობით
მიიღოს
კენჭისყრაში
მონაწილეობა
ან
სათანადოდ
დამოწმებული
დოკუმენტის
საფუძველზე
გადასცეს
საკუთარი
ხმა
კავშირის
სხვა
წევრს
.
6.ყრილობის
(
საერთო
კრების
)
განსაკუთრებული
კომპეტენციაა
:
შემოქმედებითი
კავშირის
წესდების
მიღება
,
მასში
ცვლილებისა
და
დამატების
შეტანა
,
კავშირის
ხელმძღვანელი
ორგანოს
–
გამგეობისა
და
მაკონტროლებელი
ორგანოს
,
კავშირის
თავმჯდომარის
არჩევა
,
კავშირის
რეორგანიზაციისა
და
ლიკვიდაციის
,
აგრეთვე
ამ
კანონითა
და
კავშირის
წესდებით
გათვალისწინებული
სხვა
საკითხების
გადაწყვეტა
.
მითითებამნიშვნელობით ახლოსშემოქმედ მუშაკთა და შე…არასაბანკო სადეპოზიტო …მოქალაქეთა პოლიტიკური …მეწარმეთა შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…ადვოკატთა შესახებ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა