არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

მუხლი 9. გამგეობა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გამგეობას ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს – არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისა. გამგეობას ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს მისივე შემადგენლობიდან დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი.

2.გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საკრედიტო კომიტეტის არჩევა; ბ) საკრედიტო კავშირის პოლიტიკის განსაზღვრა; გ) საკრედიტო კავშირში ახალი წევრის მიღება, წევრის უფლებამოსილების შეჩერება და გარიცხვა; დ) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლება; ე) საკრედიტო კავშირის წევრთათვის გასაწევი მომსახურების, მათ შორის, ანაბრების მიღების პირობებისა და წესების განსაზღვრა; ვ) დაუბრუნებელი სესხების ჩამოწერის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით დამტკიცება; ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო სახსრების საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით გამოყენება; თ) წლიური ანგარიშის შედგენა და მისი საერთო კრებისათვის განსახილველად წარდგენა; ი) ინვესტიციების განხორციელების თაობაზე პროცედურების შემუშავება; კ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 9 აპრ. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში სესხების ჩამოწერის დამტკიცების წესს და „ზ“ ქვეპუნქტში სარეზერვო სახსრების გამოყენების წესებს ახლა ეროვნული ბანკი ადგენს; ორივე ქვეპუნქტი სიტყვათა რიგის გადაწყობით ახლებურად ჩამოყალიბდა.

  2. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    გამგეობის უფლებამოსილებათა „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში სააგენტოს დადგენილი და ნორმატიული წესები ჩანაცვლდა ეროვნული ბანკის დადგენილი წესებითა და ნორმატიული აქტებით.

  3. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    გამგეობის უფლებამოსილებათა ნუსხის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში წესის დამდგენი ორგანო ეროვნული ბანკის ნაცვლად სააგენტოა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
108721181541⁴76222121249
მნიშვნელობით ახლოსარასაბანკო სადეპოზიტო …შემოქმედ მუშაკთა და შე…მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს პატენტრწმუ…მიკრობანკების საქმიანო…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა