Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 36

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 36. საერთო კრება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვს სამეწარმეო საზოგადოების ყველა პარტნიორს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა.

2.სამეწარმეო საზოგადოება სულ მცირე წელიწადში ერთხელ, წლიური ბალანსის შედგენიდან არაუგვიანეს 6 თვისა ატარებს მორიგ საერთო კრებას. მორიგი საერთო კრების ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო.

3.საერთო კრება ირჩევს საერთო კრების თავმჯდომარეს. საერთო კრების თავმჯდომარის არჩევამდე ან იმ შემთხვევაში, თუ საერთო კრების თავმჯდომარე არ იქნა არჩეული, კრებას თავმჯდომარეობს მისი მომწვევი პირი, მომწვევი ორგანოს თავმჯდომარე ან მომწვევი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, ხოლო თუ მომწვევი რამდენიმე პირია − მომწვევ პირთა ან მომწვევ იურიდიულ პირთა ხელმძღვანელებისგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

4.საერთო კრების მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებისა და ორგანოებისთვის.

5.საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს იმ საკითხზე, რომელიც კანონით საერთო კრების უფლებამოსილებას განეკუთვნება. სააქციო საზოგადოების გარდა, საერთო კრების უფლებამოსილება შეიძლება გაფართოვდეს ან დელეგირებულ იქნეს წესდების საფუძველზე.

6.საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის მოწონების თაობაზე. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კომანდიტურ საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში საერთო კრების მიერ ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის მოწონება იწვევს აღნიშნული სამეწარმეო საზოგადოების მიერ ამ ორგანოების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმას, თუ ეს უფლება აშკარა იქნებოდა საერთო კრებისთვის წარდგენილი დოკუმენტებისა და მიწოდებული ინფორმაციის გულმოდგინედ შემოწმების შემთხვევაში.

7.საერთო კრების მოწვევის ამ კანონით ან/და წესდებით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ კრებას ყველა პარტნიორი ესწრება და ისინი თანახმა არიან კრების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. პარტნიორის თანხმობად მიიჩნევა, თუ იგი არ მოითხოვს საერთო კრების სხვა დროს ჩატარებას მისი მოწვევის პროცედურის დარღვევის გამო.

8.საერთო კრების სათანადოდ მოწვევისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია ამ კრების მომწვევი ორგანო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვს სამეწარმეო საზოგადოების ყველა პარტნიორს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა. 2. სამეწარმეო საზოგადოება სულ მცირე წელიწადში ერთხელ, წლიური ბალანსის შედგენიდან არაუგვიანეს 6 თვისა ატარებს მორიგ საერთო კრებას. მორიგი საერთო კრების ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო. 3. საერთო კრება ირჩევს საერთო კრების თავმჯდომარეს. საერთო კრების თავმჯდომარის არჩევამდე ან იმ შემთხვევაში, თუ საერთო კრების თავმჯდომარე არ იქნა არჩეული, კრებას თავმჯდომარეობს მისი მომწვევი პირი, მომწვევი ორგანოს თავმჯდომარე ან მომწვევი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, ხოლო თუ მომწვევი რამდენიმე პირია − მომწვევ პირთა ან მომწვევ იურიდიულ პირთა ხელმძღვანელებისგან წილისყრით განსაზღვრული პირი. 4. საერთო კრების მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა  სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებისა და ორგანოებისთვის. 5. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს იმ საკითხზე, რომელიც კანონით საერთო კრების უფლებამოსილებას განეკუთვნება. სააქციო საზოგადოების გარდა, საერთო კრების უფლებამოსილება შეიძლება გაფართოვდეს ან დელეგირებულ იქნეს წესდების საფუძველზე. 6. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის მოწონების თაობაზე. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კომანდიტურ საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში საერთო კრების მიერ ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის მოწონება იწვევს აღნიშნული სამეწარმეო საზოგადოების მიერ ამ ორგანოების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმას, თუ ეს უფლება აშკარა იქნებოდა საერთო კრებისთვის წარდგენილი დოკუმენტებისა და მიწოდებული ინფორმაციის გულმოდგინედ შემოწმების შემთხვევაში. 7. საერთო კრების მოწვევის ამ კანონით ან/და წესდებით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ კრებას ყველა პარტნიორი ესწრება და ისინი თანახმა არიან კრების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. პარტნიორის თანხმობად მიიჩნევა, თუ იგი არ მოითხოვს საერთო კრების სხვა დროს ჩატარებას მისი მოწვევის პროცედურის დარღვევის გამო. 8. საერთო კრების სათანადოდ მოწვევისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია ამ კრების მომწვევი ორგანო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 37

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ნოე. 2025 · №13

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 128მუხლი 39

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 127შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრება
  • 241საერთო კრების მოწვევა
  • 38საერთო კრების ოქმი

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 7საერთო კრება
  • 8სამეთვალყურეო საბჭო

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85⁵დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹³ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 15წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 20შემოქმედებითი კავშირის უმაღლესი ორგანო

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁸აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა

მაუწყებლობის შესახებ

  • 28სამეურვეო საბჭოს სხდომა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 6პალატის მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7866¹³20309²⁸28685⁵15128391272413836
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …ადგილობრივი თვითმმართვ…საავტორო და მომიჯნავე …წყალმომხმარებელთა ორგა…შემოქმედ მუშაკთა და შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026