სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

მუხლი 8. მონიტორინგი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი.

2.სააგენტო ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგის ყოველწლიურ გეგმას, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია გასაცნობად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე ყველა კოოპერატივისთვის.

3.თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საფოსტო გზავნილის მეშვეობით იურიდიულ მისამართზე ორჯერ ვერ ჩაჰბარდება მისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების შესახებ წერილობითი შეტყობინება ან ადრესატი უარს აცხადებს ამ შეტყობინების ჩაბარებაზე, სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული შეტყობინების საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rda.gov.ge) გამოქვეყნებას. წერილობითი შეტყობინება ადრესატისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2941 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1643 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 27 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2019
  2. · გამოქვეყნდა 24 ნოე. 2015
  3. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014

    მე-8 მუხლის მე-7 პუნქტში სააგენტოს საბანკო და სადეპოზიტო ანგარიშები შეიცვალა ანგარიშით სახელმწიფო ხაზინაში, კომერციულ ბანკში ანგარიში კი მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაშია დაშვებული. პროცენტის სახით დარიცხული თანხის სააგენტოსთვის კუთვნილების წინადადება ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2811³1744⁹21¹10¹15713337⁵5938
მნიშვნელობით ახლოსსასოფლო-სამეურნეო კოოპ…სოციალური დახმარების შ…საზღვაო კოდექსისამედიცინო-სოციალური ე…მიწის მიზნობრივი დანიშ…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა