Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 93

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 93. სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოს საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშგებისთვის ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარუდგინოს ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტი საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის შესახებ.

2.თუ საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის შესახებ ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტი ელექტრონულ სისტემაში უნდა გამოქვეყნდეს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტის ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ელექტრონულ სისტემაში განთავსება სააგენტოსთვის მის წარდგენად მიიჩნევა.

3.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია სააგენტოს ყოველწლიურად მიაწოდოს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად.

4.სააგენტო საჯარო შესყიდვის პროცესის კანონიერებაზე ზედამხედველობის მიზნით ახორციელებს საჯარო შესყიდვის პროცედურებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჯარო შესყიდვასთან (გარდა საიდუმლო საჯარო შესყიდვისა) დაკავშირებით განხორციელებული სხვა საქმიანობის მონიტორინგს შემდეგი პრინციპების დაცვით: ღიაობა და გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, დადგენილი პროცედურების ზედმიწევნით შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.

5.სააგენტო უფლებამოსილია საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, აგრეთვე მისი დასრულების შემდეგ შემსყიდველ ორგანიზაციას, ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია). შემსყიდველი ორგანიზაცია, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია.

6.შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 92შემდეგი მუხლი 94

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 23უფლებამოსილი ორგანო
  • 69შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
  • 25სააგენტოს დაფინანსება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 32სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიში
  • 31სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი
  • 2შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 4უფლებამოსილი ორგანო
  • 9შესყიდვების დაგეგმვა
  • 5სააგენტოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 74სააგენტოს ანგარიში

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 5სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 8სათანადო პროცედურები, აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
84953231274523692593
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…პროდუქტის უსაფრთხოების…საჯარო სამართლის იურიდ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026