Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაგროვებითი პენსიის შესახებმუხლი 37⁵

დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37⁵. მონიტორინგის განხორციელება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტობით განხორციელების ფაქტის გამოსავლენად მის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს მონიტორინგი.

2.საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს (მათ შორის, დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს) მოსთხოვოს ან/და ნებისმიერი პირისგან მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ და ეს ინფორმაცია გაითვალისწინოს ჯარიმის, მონაწილის მიუღებელი სარგებლის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი პირი ვალდებულია შეასრულოს საპენსიო ფონდის მოთხოვნა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საპენსიო ფონდი უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

4.საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ამ პირისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის მისთვის დაბრუნება და ამ თანხის დასაბრუნებლად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, გარდა ამ კანონის 34 2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

5.თუ დამსაქმებლის შემოწმების/მონიტორინგის განხორციელებისას საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდება, რომ ეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ან/და ელექტრონულ სისტემაში არსებულ ინფორმაციას, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისას იხელმძღვანელოს მის მიერ შესწავლილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით.

6.საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში შეადგინოს და გამოსცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თავის მიერ დადგენილი/დამტკიცებული ფორმით.

7.საპენსიო ფონდი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება. ასეთ შემთხვევებში საპენსიო ფონდი გამოსცემს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოცემის წესსა და პროცედურებს ამტკიცებს საპენსიო ფონდი.

8.საპენსიო ფონდი ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს დამსაქმებლების (მათ შორის, სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების) მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და საპენსიო შენატანის ზედმეტობით განხორციელების ფაქტის გამოვლენის, აგრეთვე ჯარიმის, მონაწილის მიუღებელი სარგებლის დაკისრებისა და აღსრულების წესებსა და პროცედურებს. აღნიშნული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საპენსიო ფონდი ადგენს/ამტკიცებს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 2018 – 1 ივნ. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 37⁴შემდეგი მუხლი 37⁶

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №13

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 6საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა
  • 37²საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა
  • 7საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 52დარღვევები და სანქციები
  • 51სამსახურის უფლებამოსილებები
  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 11საზედამხედველო ორგანოების პასუხისმგებლობა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³⁷მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 38მონაწილეთა უფლებებისა და ქონებრივი ინტერესების დაცვა
  • 23საპენსიო სქემის წესები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 161საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11382321¹³⁷52³637²752511316137⁵
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…ნებაყოფლობითი კერძო პე…უკანონო შემოსავლის ლეგ…საქართველოს ადმინისტრა…არასახელმწიფო საპენსიო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026