დიპლომატიური სამსახურის შესახებ

მუხლი 11². ადმინისტრაციული პერსონალის კლასები

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებელია მიენიჭოს მოხელის კლასი შეფასების შედეგების მიხედვით.

2.ადმინისტრაციული პერსონალის კლასების საერთო რაოდენობაა 12.

3.ადმინისტრაციულ პერსონალს მინიჭებული მოხელის კლასი მუდმივად უნარჩუნდება. ადმინისტრაციული პერსონალისათვის მინიჭებული მოხელის კლასის ჩამორთმევა დაუშვებელია.

4.ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელსაც მიენიჭა მოხელის კლასი, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და დიპლომატიურ სამსახურში სხვა არადიპლომატიურ თანამდებობაზე გადასვლისას ადმინისტრაციულ პერსონალს უნარჩუნდება საკლასო დანამატი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას ადმინისტრაციულ პერსონალს უნარჩუნდება საკლასო დანამატი.

6.მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პერსონალს საკლასო დანამატი არ ეძლევა.

7.ადმინისტრაციული პერსონალისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებელია მიენიჭოს მოხელის კლასი შეფასების შედეგების მიხედვით. 2. ადმინისტრაციული პერსონალის კლასების საერთო რაოდენობაა 12. 3. ადმინისტრაციულ პერსონალს მინიჭებული მოხელის კლასი მუდმივად უნარჩუნდება. ადმინისტრაციული პერსონალისათვის მინიჭებული მოხელის კლასის ჩამორთმევა დაუშვებელია. 4. ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელსაც მიენიჭა მოხელის კლასი, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და დიპლომატიურ სამსახურში სხვა არადიპლომატიურ თანამდებობაზე გადასვლისას ადმინისტრაციულ პერსონალს უნარჩუნდება საკლასო დანამატი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას ადმინისტრაციულ პერსონალს უნარჩუნდება საკლასო დანამატი. 6. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პერსონალს საკლასო დანამატი არ ეძლევა. 7. ადმინისტრაციული პერსონალისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2017 – 24 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

  2. 13 ივლ. 2016 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

  3. … – 13 ივლ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. დაემატა მუხლი ადმინისტრაციული პერსონალის მოხელის კლასების, მათი შენარჩუნებისა და საკლასო დანამატის შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹331010⁶11402658¹7810121311²
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…დიპლომატიური სამსახური…საჯარო დაწესებულებაში …მეცნიერების, ტექნოლოგი…უმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა