დიპლომატიური სამსახურის შესახებ

მუხლი 33. დიპლომატიური რანგების მინიჭება

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დიპლომატიური თანამდებობის პირებს მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დაკავებული თანამდებობის, ნამსახურები წლებისა და შეფასების შედეგების შესაბამისად ენიჭებათ დიპლომატიური რანგები, გარდა უმაღლესი დიპლომატიური რანგებისა.

2.დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

3.დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულია შესაბამისი დანამატი, რომლის ოდენობას მინისტრის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4.დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელსაც მიენიჭა დიპლომატიური რანგი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იღებს დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულ დანამატს და უწყდება პროფესიული საჯარო მოხელის კლასისათვის დაწესებული საკლასო დანამატი (მისი არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 051 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დიპლომატიური თანამდებობის პირებს მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დაკავებული თანამდებობის, ნამსახურები წლებისა და შეფასების შედეგების შესაბამისად ენიჭებათ დიპლომატიური რანგები, გარდა უმაღლესი დიპლომატიური რანგებისა. 2. დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს განსაზღვრავს მინისტრი. 3. დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულია შესაბამისი დანამატი, რომლის ოდენობას მინისტრის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელსაც მიენიჭა დიპლომატიური რანგი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იღებს დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულ დანამატს და უწყდება პროფესიული საჯარო მოხელის კლასისათვის დაწესებული საკლასო დანამატი (მისი არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 051 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 10 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 13 აგვ. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 33-ე მუხლის პირველ პუნქტში რანგის მინიჭება კომისიის დასკვნის გარეშე, შეფასების შედეგების მიხედვით ხდება, ხოლო მე-4 პუნქტი ახლა რანგმინიჭებულ პირს დანამატის მიღებასა და საკლასო დანამატის შეწყვეტას აწესებს.

  2. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტში რანგის დანამატის ოდენობას განსაზღვრავს მთავრობა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38493734158⁸82558¹26263333
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიპლომატიური სამსახური…სახელმწიფო კომპენსაციი…საჯარო დაწესებულებაში …საკონსულო საქმიანობის …უმაღლესი განათლების შე…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა