უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 8⁷. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ კანონით დადგენილი წესით: ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდებას; ბ) პასუხისმგებელია სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; გ) უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; დ) მონაწილეობს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.

2.სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა და მისი წესდებით გათვალისწინებული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა საგანმანათლებლო პროგრამები.

3.სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით შეიძლება შეიზღუდოს ან/და განსხვავებულად მოწესრიგდეს ამ კანონით გათვალისწინებული სტუდენტის უფლებები და მოვალეობები.

4.ამ კანონსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

5.სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურისგან განსხვავებული სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.

6.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შეიძლება ამ კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1209 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №123 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2005 – 1 მარ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 17 დეკ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
640¹8⁶8¹8⁸1112¹94329¹22788⁷
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სპეციალური პროფესიული …უმაღლესი განათლების შე…საერთაშორისო დაცვის შე…პოლიციის შესახებსაქართველოს დაზვერვის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №127 · ბოლოს შემოწმდა