საჯარო რეესტრის შესახებ

მუხლი 14. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

სულხან კაპანაძე

1.უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ასევე რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება.

2.უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების გარდა, სხვა რაიმე უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

3.უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება საკუთრების უფლების მიტოვების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

4.უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შემდეგ საკუთრების უფლება გადადის სახელმწიფოზე.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 70

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-340-325-20122013-12-1059სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა მოთხოვნა უნდა წამოაყენოს პირმა, რომელიც ახალი სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმებასა და ადრინდელი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას ითხოვს?

    მოსარჩელე მოითხოვდა უძრავი ქონების ნახევრის მესაკუთრედ ცნობას და ამ ნაწილზე მოპასუხის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალი რეგისტრაციის გაუქმებისა და ადრინდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნასთან ერთად წამოყენებული უნდა ყოფილიყო რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტის გაუქმების მოთხოვნაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ საქმეში სარეგისტრაციო დოკუმენტის წინააღმდეგ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილებოდა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • №ბს-173(4კ-20)2020-07-0946ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალე

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მესამე პირებზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების გადაწყვეტილებებს. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაცია საკუთრების უფლების არარსებობას არ ნიშნავს, თუმცა მოსარჩელის ნაკვეთის მდებარეობა და მესამე პირთა ნაკვეთებთან გადაფარვა სათანადოდ უნდა დადგინდეს. წინა რეგისტრაციის უკანონობა თავისთავად არ იწვევს შემდგომი რეგისტრაციების ბათილობას მათი სამართლებრივი საფუძვლების გადასინჯვის გარეშე. სასამართლომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა.

  • №ბს-821-805(კ-12)2013-07-2541ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სააღსრულებო და სარეგისტრაციო აქტების ბათილად ცნობა, ყადაღის აღდგენა და საკუთრების რეგისტრაცია

    მოსარჩელე ითხოვდა აღსრულების ბიუროს განკარგულებებისა და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, ყადაღის აღდგენას და ქონების ყოფილი მესაკუთრის სახელზე რეგისტრაციას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული ყადაღის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი მიზანი — გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულება და მოსარჩელის უფლების დაცვა. საჯარო რეესტრის ინსტრუქციით დადგენილი რეგისტრაციის საგამონაკლისო წესი თავისთავად არ ადგენს სააღსრულებო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების განკარგვის კანონიერებას. საკასაციო სასამართლომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა დაუსაბუთებელი სააპელაციო განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • №ბს-671-657(კ-12)2013-05-1660ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკადასტრო მონაცემების დაზუსტების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის აქტების ბათილობა და სადავო ფართის რეგისტრაცია

    დავა შეეხებოდა მეზობლის მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას, მოსარჩელის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებასა და სადავო ფართის რეგისტრაციას. მოპასუხეები იყვნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მისი რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციასაც აქვს იურიდიული მნიშვნელობა და საკადასტრო დაზუსტება სხვისი საკუთრების უფლების შეზღუდვის ხარჯზე დაუშვებელია. სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადავო აქტები გააბათილა და სარეგისტრაციო სამსახურს გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ სადავო ფართზე რეგისტრაცია დაავალა.

  • №ბს-1505(კ-18)2019-09-2637ადმინისტრაციული
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ზიანისა და საპროცესო ხარჯების ანაზღაურება

    მოსარჩელეები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიყენებული ზიანისა და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას ითხოვდნენ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ რეესტრის სამართლებრივი გარანტის ფუნქცია საკუთრების უფლების პრაქტიკულ რეალიზაციასაც ემსახურება. მან მიიჩნია, რომ რეგისტრაციის შესახებ აქტის გარემოებათა გამოუკვლევლობის გამო ბათილად ცნობა თავისთავად არ ადგენდა სადავო ფართზე მოსარჩელეთა საკუთრებას, ხოლო სააგენტოს რეგისტრაციებსა და მესამე პირის მიერ ფართის სავარაუდო დაკავებას შორის მიზეზობრივი კავშირი არ დასაბუთდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.

  • №ბს-881(კ-19)2021-02-2539ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემის შესახებ აღმასრულებლის განკარგულების ბათილად ცნობა

    დავა ეხებოდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განკარგულებას, რომლითაც უშედეგო აუქციონების შემდეგ კომპანიის უძრავი ქონება სახელმწიფოს ნატურით გადაეცა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ აღსრულება გასცდა სასამართლო ბრძანებით გათვალისწინებული დავალიანების ფარგლებს და დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერება. სასამართლოს განმარტებით, ორგანომ უნდა შეაფასოს ქონების გაყოფისა და აღსრულების სხვა საშუალებების შესაძლებლობა, ხოლო გადაცემული ქონების ღირებულებასა და დავალიანებას შორის სხვაობა გონივრულ ფარგლებს არ უნდა სცდებოდეს. საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი და სადავო განკარგულება ბათილად ცნო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ასევე რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება. 2. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების გარდა, სხვა რაიმე უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. 3. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება საკუთრების უფლების მიტოვების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 4. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შემდეგ საკუთრების უფლება გადადის სახელმწიფოზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 დეკ. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19³1112231841671838171666 (და…14
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…საჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…სააღსრულებო წარმოებათა…სახელმწიფო საკუთრებაში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა