კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 34. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა და დადგენის წესები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან.

2.ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან: ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი; ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი.

3.ზოგადი დამცავი ზონებია: ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა; გ) ისტორიული ლანდშ აფტის დაცვის ზონა; დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა.

4.ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა დგინდება ავტომატურად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა ან მისი შემადგენელი არეალი შეიძლება გაფართოვდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული ნაგებობის შემთხვევაში მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ან მისი შემადგენელი არეალის გაფართოების შესახებ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

5.ზოგადი დამცავი ზონები დგინდება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

6.საქართველოს მთავრობის განკარგულება ზოგადი დამცავი ზონის დადგენის თაობაზე, ასევე მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის დადგენის ან გაფართოების შესახებ ქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

7.ერთი ტერიტორია შეიძლება მოექცეს რამდენიმე დამცავი ზონის ფარგლებში, რომელთაგან ზოგადი დამცავი ზონა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი.

8.თუ ერთი ტერიტორია რამდენიმე დამცავი ზონ ის ფარგლებში მოექცევა, დამცავი ზონების რეჟიმებიდან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოქმედებს ამკრძალავი ნორმა.

9.დამცავი ზონების შემუშავების მეთოდოლოგია, შესაბამისი გრაფიკული და ტექსტური მასალების შედგენის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 34-ე მუხლის მე-4 პუნქტში თბილისის შემთხვევაში მითითება შეიცვალა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებზე, ხოლო მე-5 პუნქტში ზოგადი დამცავი ზონის შეთანხმების მხარედ მუნიციპალიტეტია დასახელებული.

  2. მე-4 პუნქტში ზონის გაფართოება მინისტრის ინდივიდუალური აქტით ხდება, ხოლო თბილისში — სამინისტროს წარდგინებით, მთავრობის განკარგულებით, სათათბირო ორგანოს გარეშე; მე-5 პუნქტიდან ამოღებულია თბილისის სპეციალური წესი.

  3. 34-ე მუხლის მე-4 პუნქტში თბილისის ძეგლების ინდივიდუალური დამცავი ზონის შეცვლისთვის და მე-5 პუნქტში ზოგადი დამცავი ზონის დასადგენად შემოვიდა სათათბირო ორგანოს დასკვნისა და მთავრობის ინდივიდუალური აქტის წესი; მე-4 პუნქტში ეკლესიასთან შეთანხმების ფორმულირებაც ახლებურად ჩამოყალიბდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17259³36353725163547228 (დ…1134
მნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…ტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სივრცის და…საქართველოს სახელმწიფო…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა