1.ამ თავის მიზანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა-ნაგებობებში მცხოვრები პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრა.
2.თბილისის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეთა მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამ თავით განსაზღვრული ხელშემწყობი ღონისძიებები, ავარიული შენობა-ნაგებობის და იმ მიწის ნაკვეთის გასხვისებაში ხელშეწყობის მიზნით, რომელზეც დამაგრებულია ავარიული შენობა-ნაგებობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-18 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.

