კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 33. მოძრავ არქეოლოგიურ ობიექტებზე საკუთრების უფლების წარმოშობა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის საფუძველზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას, ასევე უნებართვოდ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილი მოძრავი არქეოლოგიური ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სხვა სახის საქმიანობის შედეგად აღმოჩენილ არქეოლოგიურ ობიექტებზე (შემთხვევით აღმოჩენა) საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

3.შემთხვევით აღმოჩენის შემთხვევაში აღმომჩენი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით აცნობოს სამინისტროს.

4.სახელმწიფოს აქვს არქეოლოგიური ობიექტის უპირატესი შესყიდვის უფლება. თავი VIII. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები და მათი რეჟიმები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 მაი. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3427259¹512471322306⁵12241533
მნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…კულტურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს სამოქალაქო…არქიტექტურული საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა