კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 53. ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო პირობების ცვლილება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ამ კანონით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ჩატარებული სამუშაოებისას წარმოიშობა შესაბამისი სანებართვო პირობების (საპროექტო დოკუმენტაცია, სამუშაოთა ჩატარებისა და ანგარიშების წარდგენის ვადები, სამუშაოთა მოცულობა ან/და სხვა რამ, რაც არ ქმნის ახალი ნებართვის გაცემის საფუძველს) ცვლილების აუცილებლობა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, სანებართვო პირობების ცვლილების მოთხოვნით, განცხადებით მიმართოს სამინისტროს.

2.განცხადებას სანებართვო პირობების ცვლილების შესახებ უნდა დაერთოს ცვლილების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია.

3.სანებართვო პირობების ცვლილების საფუძველია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ სანებართვო პირობების ცვლილება ითვალისწინებს სანებართვო მოწმობაში შეტანილი მონაცემების ცვლილებას, გაიცემა ახალი სანებართვო მოწმობა, ხოლო ძველი ძალადაკარგულად ცხადდება. ამ შემთხვევაში ახალ სანებართვო მოწმობაზე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 მაი. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁹259¹47544831322514112485353
მნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…სამხედრო და ორმაგი დან…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს „წითელი ნუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა