Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურული მემკვიდრეობის შესახებმუხლი 52

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 52. ნებართვის მფლობელის მიერ სამუშაოთა შესრულებაზე ანგარიშების წარდგენა, სახელმწიფო კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:მიმდინარე შესაბამისობაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ამ კანონით განსაზღვრულმა ნებართვის მფლობელმა სამუშაოთა მიმდინარეობისას პერიოდულად უნდა წარადგინოს სამუშაოთა შუალედური ანგარიში, ხოლო სამუშაოთა დასრულების შემდეგ – სამუშაოთა საბოლოო ანგარიში და მათი ადგილზე შემოწმების მიზნით უნდა დაუშვას ნებართვის გამცემი ორგანოს წარმომადგენლები.

2.ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების წარდგენის პერიოდულობას ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას განსაზღვრავს სამინისტრო და იგი აისახება სანებართვო მოწმობაში.

3.სამუშაოთა ანგარიში უნდა მოიცავდეს საკითხებს სამუშაოთა მიმდინარეობის, მათი შესრულების ხარისხის, შექმნილი ან გამოვლენილი, საპროექტო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი ვითარებებისა და გარემო ფაქტორების, სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ობიექტების შესახებ.

4.თუ უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა მასზე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების შეცვლას ან დამონტაჟებას, სამუშაოთა საბოლოო ანგარიშს უნდა დაერთოს: ა) საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო ობიექტების შემთხვევაში – დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ; ბ) გარე კომუნიკაციებზე საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით მიერთების დადასტურება, გაცემული შესაბამისი კომპანიის მიერ.

5.სამუშაოთა შესაბამისი ეტაპის დასრულებისას, შუალედური და საბოლოო ანგარიშების საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლები ადგენენ სამუშაოთა შესაბამისი ეტაპის მიღების ოქმს, რომლის ერთი ასლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბარდება ნებართვის მფლობელს. ოქმში აღინიშნება ჩატარებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა.

6.ნებართვის მფლობელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაკონტროლებელ ან ზედამხედველ ორგანოს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში წარუდგინოს სანებართვო მოწმობა ან/და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია და მისცეს შესაბამისი ობიექტის დათვალიერების შესაძლებლობა.

7.ამ კანონით ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო პირობები შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ნებართვის მფლობელის მიერ შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოებისა და პირობების სრულად შესრულებისა და ამ მუხლით განსაზღვრული ანგარიშების სრულად წარდგენის შემდეგ, რის შედეგადაც გამოიცემა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამუშაოების მიღების თაობაზე.

8.სამუშაოების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია: ა) ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა; ბ) ნებართვის გამცემი ორგანოს წარმომადგენლებისათვის ობიექტის დათვალიერებაში ხელის შეშლა; გ) სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, ჩატარებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა.

9.ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია სანებართვო პირობების შესრულებაზე, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

10.„არქეოლოგიური სამუშაოებისა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარების წესის შესახებ“ და „ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებებით განსაზღვრული, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებელია შესაბამისი ბრალეული პირი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 მაი. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 51შემდეგი მუხლი 53

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სანებართვო პირობების შესრულების მონიტორინგისერვისის გვერდი
  • უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და ანგარიშისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №23

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 61

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 48განცხადების წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 60მშენებლობის ეტაპის დასრულება
  • 53სანებართვო პირობები

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 14
  • 19

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 33კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე
  • 32ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 10 (დანართი 1)კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 22ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
  • 29ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
  • 20ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 112მშენებლობის ახალი ნებართვა, მშენებლობის ნებართვის გაცემა უნებართვო მშენებლობის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22292061483332141910 (დ…112605352
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…განსაკუთრებული მნიშვნე…სამხედრო და ორმაგი დან…ლიცენზიებისა და ნებართ…სამხედრო და ორმაგი დან…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026