Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურული მემკვიდრეობის შესახებმუხლი 47

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 47. ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ზოგადი ბიზნესი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა.

2.თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია, მასზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა გაიცემა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე კვლევით სამუშაოებზე, თუ ეს სამუშაოები გულისხმობს ძეგლზე ფიზიკურ ზემოქმედებას.

4.ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა მხოლოდ ერთი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარება სხვა ნებართვას არ საჭიროებს.

5.არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა, გარ და ძეგლზე ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისა და ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ საველე არქეოლოგიურ სამუშაოებზე, რომლებიც გულისხმობს არქეოლოგიურ ობიექტზე ფიზიკურ ზემოქმედებას.

6.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით.

7.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა.

8.თუ ძეგლზე სამუშაოები ან არქ ეოლოგიური სამუშაოები სახელმწიფო ორგანომ უნდა ჩაატაროს, ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურა, მაგრამ სანებართვო მოწმობა არ გაიცემა.

9.ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე უფლებამოსილია მხოლოდ ამ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი. ძეგლზე სამუშაოებსა და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული სერტიფიცირების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

10.ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვები არ გაიცემა, თუ სამუშაოების ჩატარებაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.

11.ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობაში უნდა მიეთითოს ნებართვის მფლობელის ვინაობა, შესაბამისი განცხადების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი, სამუშაოთა სახეობა და ჩატარების ვადები. სანებართვო მოწმობების ფორმები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

12.ამ თავით განსაზღვრული ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3217 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 13 აგვ. 2018

    47-ე მუხლის მე-12 პუნქტში ნებართვების გაცემის სხვა წესისა და სანებართვო პირობების განმსაზღვრელი აქტი შეიცვალა: ახლა ეს არის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი.

  2. 25 სექ. 2013

    მე-6 პუნქტიდან ამოღებულია ფრჩხილებში მოცემული მითითება თბილისში არქეოლოგიურ და საკულტო ნაგებობებზე სამუშაოებზე.

  3. 4 დეკ. 2008

    47-ე მუხლის მე-6 პუნქტში დაზუსტდა, რომ თბილისის არქეოლოგიურ სამუშაოებსა და საკულტო ნაგებობებზე სამუშაოების ნებართვებს სამინისტრო ან უფლებამოსილი ორგანო გასცემს; ნებართვის ვადის გარემოებათა ჩამონათვალი რედაქციულად გადაიწერა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნებართვების დამუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №23

  • 3 ცვლილება · ბოლო 13 აგვ. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 9 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25მუხლი 54

მიუთითებენ მასზე

მუხლი 61

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 54კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვების გაუქმება, პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის
  • 48განცხადების წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად
  • 53ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო პირობების ცვლილება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 21სამშენებლო საქმიანობის სახეები, რაზეც გაიცემა მშენებლობის ნებართვა
  • 18მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი
  • 2დადგენილების პრინციპები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 259¹უკანონო არქეოლოგიური სამუშაოები, არქეოლოგიური ობიექტის დაზიანება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 93შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
  • 72მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 5წინასწარი ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 88კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების, მისი მოვლა-პატრონობის, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების, ქუჩის, მოედნის სახელდების წესების დარღვევა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 13ლიცენზიების გაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
259¹54256148535889372211821347
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სივრცის და…ინვესტიციების სახელმწი…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026