კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 59. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ (გამოცემულ) იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) „არქეოლოგიური სამუშაოებისა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარების წესის შესახებ“ მინისტრის ბრძანება; ბ) „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანება; გ) „ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანება; დ) „უძრავი ძეგლის საანოტაციო დაფის ფორმისა და გამოყენების წესის შესახებ“ მინისტრის ბრძანება; ე) „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანება; ვ) „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიისა და რეეტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანება; ზ) „სამინისტროსა და ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მფლობელს) შორის დასადები ხელშეკრულებისა და მესაკუთრის (კანონიერი მფლობელის) მიერ სამინისტროსათვის წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანება; თ) „მომეტებული საჯარო ინტერესების მქონე ძეგლთა ნუსხა და მათზე მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ საზოგადოების დაშვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება; ი) „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების წესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება; კ) „კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პროფესიული საქმიანობის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონი.

2.სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში შეტანილი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტების ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.

3.ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული სამართლებრივი აქტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეტანის, მათთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების, ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიის დამტკიცებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამცავი ზონების დადგენის შესახებ მათი ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციამდე ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად გამოცემულად.

4.(ამოღებულია - 06.09.2013, №1075). საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2010 წლის 26ოქტომბრის კანონი №3740 - სსმ I,  №62, 05.11.2010 წ., მუხ.380 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1628 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი XIII. დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 პუნქტში ხელახალი რეგისტრაციის ვადა 2012 წლიდან 2018 წლამდე გადაიწია, ხოლო მე-4 პუნქტი სათათბირო ორგანოს ფორმირების შესახებ ამოღებულია.

  2. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტში ხელახალი რეგისტრაციის ვალდებული სამინისტროს დასახელება ახლა „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა“, ხოლო ვადა 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვარზე გადავიდა.

  3. 59-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომელიც სამინისტროსა და თბილისის მერიას 2009 წლის 1 მარტამდე ავალდებულებს მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს ფორმირებას პარიტეტული წარმომადგენლობით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
353218474810402114295414659
მნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…მუზეუმების შესახებკულტურის შესახებგეოდეზიური და კარტოგრა…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა