1.( ამოღებულია - 27.09.2013, №1360 ).
2.საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა მოამზადონ და გამოსცენ: ა) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100); ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ტრავმული დაზიანების ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ“ ; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესის შესახებ“.
3.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყონ „იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიის/ნებართვის ფლობისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთობლივი ბრძანების გამოცემა.
4.2014 წლის 1 მარტამდე: ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს: ა.ა) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესი ; ა.ბ) იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ; ა.გ) საექსპორტო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის წესი; ა.დ) ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაუქმების შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევის წესი ; ა.ე) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სტუმართა ვიზიტების დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი ; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს: ბ.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესი ; ბ.ბ) სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი ; ბ.გ) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნის წესი .
5.2015 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია და საგამოცდო ბილეთები.
6.საქართველოს მთავრობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4551- ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1134 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

