Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურული მემკვიდრეობის შესახებმუხლი 10

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 10. გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის პირველადი (დროებითი) დაცვის რეჟიმი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი გამოავლენს ან აღმოაჩენს კულტურულ მემკვიდრეობას, ან ამის შესახებ გაუჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, ისეთი საქმიანობის პერიოდში, რომლის გაგრძელებამაც შეიძლება დააზიანოს, გაანადგუროს ან ამის საფრთხე შეუქმნას მას, საქმიანობის მწარმოებელი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა და კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის ან აღმოჩენის ან ამის შესახებ საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისა და საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე წერილობით აცნობოს სამინისტროს არა უგვიანეს 7 დღისა.

2.სამინისტრო ვალდებულია ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა გადაამოწმოს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის (აღმოჩენის) ფაქტი და შედეგის შესახებ წერილობით აცნობოს დაინტერესებულ პირს. სამინისტროს მიერ აღნიშნული ვადის გაშვების შემთხვევაში პირი უფლებამოსილია განაგრძოს შეწყვეტ ილი საქმიანობა.

3.სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მინისტრი ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გამოვლენილი (აღმოჩენილი) კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო აღრიცხვას, რის შესახებაც სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს დაინტერესებულ პირს, ასევე − მუნიციპალიტეტს.

4.თუ კულტურული მემკვიდრეობა გამოვლინდება არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა აითვლება შესაბამისი ნებართვით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებიდან.

5.საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში აღრიცხულ და დაცულ კულტურულ მემკვიდრეობაზე ვრცელდება ამ კანონის 22-ე, 23-ე და 25-ე მუხლებით ძეგლის მიმართ დადგენილი პრინციპები და წესები. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი IV . არქეოლოგიური სამუშაოების სახეები და პირობები

რედაქციების შედარება

1. თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი გამოავლენს ან აღმოაჩენს კულტურულ მემკვიდრეობას, ან ამის შესახებ გაუჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, ისეთი საქმიანობის პერიოდში, რომლის გაგრძელებამაც შეიძლება დააზიანოს, გაანადგუროს ან ამის საფრთხე შეუქმნას მას, საქმიანობის მწარმოებელი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა და კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის ან აღმოჩენის ან ამის შესახებ საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისა და საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე წერილობით აცნობოს სამინისტროს არა უგვიანეს 7 დღისა. 2. სამინისტრო ვალდებულია ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა გადაამოწმოს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის (აღმოჩენის) ფაქტი და შედეგის შესახებ წერილობით აცნობოს დაინტერესებულ პირს. სამინისტროს მიერ აღნიშნული ვადის გაშვების შემთხვევაში პირი უფლებამოსილია განაგრძოს შეწყვეტ ილიშეწყვეტილი საქმიანობა. 3. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მინისტრი ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გამოვლენილი (აღმოჩენილი) კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო აღრიცხვას, რის შესახებაც სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს დაინტერესებულ პირს, ასევე −ადგილობრივი მუნიციპალიტეტს.თვითმმართველობის ორგანოებს. 4. თუ კულტურული მემკვიდრეობა გამოვლინდება არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა აითვლება შესაბამისი ნებართვით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებიდან. 5. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში აღრიცხულ და დაცულ კულტურულ მემკვიდრეობაზე ვრცელდება ამ კანონის 22-ე, 23-ე და 25-ე მუხლებით ძეგლის მიმართ დადგენილი პრინციპები და წესები. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი IV . არქეოლოგიური სამუშაოების სახეები და პირობები

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №23

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2020-07-28
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 44კულტურული მემკვიდრეობისთვის ზიანის მომტანი ან ამგვარი საფრთხის შემქმნელი საქმიანობის აღკვეთა
  • 9ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში
  • 5სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

  • 15კულტურული ფასეულობის სახელმწიფო ექსპერტიზა
  • 34სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება საქართველოდან გასატანად განცხადებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე
  • 35საქართველოს საბაჟო ორგანოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კულტურული ფასეულობის დაკავება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 259³კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა
  • 259²კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება
  • 259¹უკანონო არქეოლოგიური სამუშაოები, არქეოლოგიური ობიექტის დაზიანება

კულტურის შესახებ

  • 22სახელმწიფოს ვალდებულება ისტორიისა და კულტურის ძეგლების დასაცავად
  • 37საქართველოს კულტურის ძეგლები და კულტურული ფასეულობები საზღვარგარეთ
  • 21სახელმწიფოს ვალდებულება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
153435259³259²259¹25449522372110
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…კულტურულ ფასეულობათა ს…საქართველოს სისხლის სა…კულტურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026